მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობის წერილი 4:3

2. გსურთ და არა გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ საწადელს ვერ აღწევთ; იბრძვით და ომობთ, მაგრამ ვერ იხვეჭთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ.3. ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ, რომ ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენივე ვნებები დაიცხროთ.4. მემრუშენო, ნუთუ არ იცით, რომ ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღვთისა? ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის მოყვარე იყოს, ღვთის მტრად იქცევა.
იაკობის წერილი თავი 4
3. ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ, რომ ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენივე ვნებები დაიცხროთ.
თავი ე̂. ვითარმედ წარმდები და უწესოჲ ენაჲ წარსწყმედს მომგებელსა მისსა, რომლისა დამჭირვაჲ ჯერ-არს საქებელად და სადიდებელად ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გული გითქუამს და არა გაქუს, კაც-ჰკლავთ და იშურებით და ვერ ძალ-გიც მიმთხუევად, ილალვით და იბრძვით და არა გაქუს, რამეთუ არა ითხოვთ. ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ, რაჲთა გულისთქუმათა შინა თქუენთა განილინეთ (4,2-3).:

თარგმანი: უძღებ არს გულისთქუმაჲ და მარადის განუძღომელ ჰყოფს კაცსა მარადის ნებებითა უმეტესისაჲთა. ამისთჳს იქმნებიან შურნი და კაცის კლვანი სასოებითა გულის-სათქუმელისა მიმთხუევისაჲთა. ხოლო უფროჲსღა განეჴუებიან გულის-სათქუმელისაგან, რამეთუ ლალვით და ბრძოლით ჰნებავს განმდიდრებაჲ და არა ღმრთისა მიერ ქენებით თხოვითა. იყვის ოდესმე, რომელ დაღაცათუ ღმრთისაგან ითხოვდიან, არავე მისცის სათხოველი იგი, რამეთუ არა საღმრთოდ ითხოვდიან, არცა საღმრთოდ ეგულებოდის ჴმარებაჲ მისი. ამისთჳს უტევნის იგინი ღმერთმან, რაჲთა გულისთქუმისა მიერვე თჳსისა შეიჭამნენ და განილინენ, ვითარცა რკინაჲ გესლისაგან.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის