თარგმანი: უძღებ არს გულისთქუმაჲ და მარადის განუძღომელ ჰყოფს კაცსა მარადის ნებებითა უმეტესისაჲთა. ამისთჳს იქმნებიან შურნი და კაცის კლვანი სასოებითა გულის-სათქუმელისა მიმთხუევისაჲთა. ხოლო უფროჲსღა განეჴუებიან გულის-სათქუმელისაგან, რამეთუ ლალვით და ბრძოლით ჰნებავს განმდიდრებაჲ და არა ღმრთისა მიერ ქენებით თხოვითა. იყვის ოდესმე, რომელ დაღაცათუ ღმრთისაგან ითხოვდიან, არავე მისცის სათხოველი იგი, რამეთუ არა საღმრთოდ ითხოვდიან, არცა საღმრთოდ ეგულებოდის ჴმარებაჲ მისი. ამისთჳს უტევნის იგინი ღმერთმან, რაჲთა გულისთქუმისა მიერვე თჳსისა შეიჭამნენ და განილინენ, ვითარცა რკინაჲ გესლისაგან.
იაკობის წერილი 4:2
1. საიდან იღებენ დასაბამს თქვენი ბრძოლები და ცილობანი, თუ არა თქვენსავ ასოებში ურთიერთმბრძოლი ვნებებისაგან?2. გსურთ და არა გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ საწადელს ვერ აღწევთ; იბრძვით და ომობთ, მაგრამ ვერ იხვეჭთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ.3. ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ, რომ ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენივე ვნებები დაიცხროთ.
იაკობის წერილი თავი 4