მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობის წერილი 5:15

14. ავადაა ვინმე? ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით.15. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება.16. ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას.
იაკობის წერილი თავი 5
15. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება.
თავი ვ̂. ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ ღმრთისა მიერ იქმნების წარმართებაჲ სლვათა კაცისათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა, და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას (5,14-15).:

თარგმანი: ესე სრულისა სარწმუნოებისა სასწაული არს, რაჲთა სნეულებასა შინა თჳსსა შემოკრიბნეს კაცმან მღდელნი ეკლესიისანი, ვითარცა ანგელოზნი ღმრთისა მაღლისანი, თხოვად მისსა ლხინებისა; რამეთუ სენნი ცოდვათა განსაპატიჟებელად მოივლინებიან ღმრთისა მიერ. ხოლო სარწმუნოებით შემოკრებასა ხუცესთასა და მათ მიერ ღმრთისა მიმართ ვედრებისა შეწირვასა ესე მოუგიეს მადლად, რაჲთა განჴსნითა ქუეყანასა ზედა - განჰჴსნან ზეცათა შინა, და ერთბამად ბრალისა მისცა შენდობაჲ უთხოვონ ლოცვითა და კურნებაჲ მიჰმადლონ ცხებითა წმიდისა ზეთისაჲთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის