მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობის წერილი 5:14

13. უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს. ულხინს? ფსალმუნი იგალობოს.14. ავადაა ვინმე? ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით.15. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება.
იაკობის წერილი თავი 5
14. ავადაა ვინმე? ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით.
თავი ვ̂. ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ ღმრთისა მიერ იქმნების წარმართებაჲ სლვათა კაცისათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა, და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას (5,14-15).:

თარგმანი: ესე სრულისა სარწმუნოებისა სასწაული არს, რაჲთა სნეულებასა შინა თჳსსა შემოკრიბნეს კაცმან მღდელნი ეკლესიისანი, ვითარცა ანგელოზნი ღმრთისა მაღლისანი, თხოვად მისსა ლხინებისა; რამეთუ სენნი ცოდვათა განსაპატიჟებელად მოივლინებიან ღმრთისა მიერ. ხოლო სარწმუნოებით შემოკრებასა ხუცესთასა და მათ მიერ ღმრთისა მიმართ ვედრებისა შეწირვასა ესე მოუგიეს მადლად, რაჲთა განჴსნითა ქუეყანასა ზედა - განჰჴსნან ზეცათა შინა, და ერთბამად ბრალისა მისცა შენდობაჲ უთხოვონ ლოცვითა და კურნებაჲ მიჰმადლონ ცხებითა წმიდისა ზეთისაჲთა.

სააღდგომო ეპისტოლე 1987 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს, რომელთაც უხარის აღდგომა ქრისტესი:

...მარკ. 6,13). იაკობ მოციქული ეპისტოლეში წერს: „უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაიმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას“ ().

ასე დაწესღა საიდუმლო ზეთისცხებისა. 3კლესიის ზოგიერთი წმიდა მამა ამბობს, რომ ზეთისცხებისას უფალი შეუნდობს ავადმყოფს დავიწყებულ ცოდვებს. ამ საიდუმლოს მადლით მრავალნი განკურნებულან.

ზეთი ყველამ უნდა ვიცხოთ, რადგან ყველას გვაქვს დავიწყებული ცოდვები და მოკლებულნი ვართ როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ სიმართლეს.

ეკლესია ის სულიერი კანაა გალილეისა, სადაც უფალმა დალოცა ქორწილი.

ქორწინება ქალსა და კაცს შორის სიყვარულით განმტკიცებული კავშირია; ეს ურთიერთობა მათი თავისუფალი ნებით ხორციელდება, ერთმანეთისადმი ერთგულების პირობას გულისხმობს და ეკლესიისა და ქრისტეს ერთობის სახით იკურთხება. „რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენ“ (), - ბრძანებს წმიდა წერილი.

ამ საიდუმლოთი ღმერთი აკურთხებს ოჯახურ ცხოვრებას, ბავშვების ყოლასა და მათ აღზრდას. ბავშვი ეგოიზმის დაძლევაში ეხმარება მშობლებს; ი...

სრულად ნახვა