თარგმანი: ვინაჲთგან ღმრთისათჳს სულგრძელებაჲ ითქუმის, ხოლო მოთმინებაჲ არასადა; ამიერ ისწავე, ვითარმედ სულგრძელ-ყოფად მას ვამცნებთ, რომელსა ძალ-ედვას მიგებაჲ ნაცვლისაჲ, რაჲთა არა მიაგოს შიშითა უფლისაჲთა, რომელი იტყჳს: ჩემი არს შურის-გებაჲ და მე მივაგო. ხოლო დღე საქმეთაებრ მიგებისაჲ არს დღე მეორედ მოსლვისაჲ. ამას თანა მოთმინებაჲ მას ესწავების, რომელი ვერ შეუძლებდეს ნაცვლისა ყოფად. და ესე ხოლო იყოს შეძინება მისსა, რაჲთა მხიარულებით თავს-დებითა ჭირთაჲთა მიიღოს მადლი ღმრთისაგან. აწ უკუე სახითა ამით მუშაკისაჲთა განგუსწავლის მოციქული, რაჲთა არა დათესვასა თანა მომკად გული-გჳთქუმიდეს. არამედ შევისწავოთ ჟამი თესვისა და შრომისაჲ და სულგრძელ ვიქმნნეთ ვიდრე ჟამადმდე მკისა და ნაყოფთა მოსთულებისა, რამეთუ აქა არს ჟამი შრომისაჲ, ხოლო მუნ — მოსთულებისა ნაყოფთაჲსაჲ.
იაკობის წერილი 5:8
7. მაშ, მრავლისმთმენნი იყავით, ძმანო, უფლის მოსვლამდე. აჰა, გლეხკაცი ელის მიწის სანუკვარ ნაყოფს; მოთმინებით ელის როდის ეღირსება წვიმას, ნაადრევს თუ ნაგვიანევს.8. თქვენც მრავლისმთმენნი იყავით და გაიმაგრეთ გული, რადგანაც მოახლოვდა მოსვლა უფლისა.9. ნუ დრტვინავთ, ძმანო, ერთურთის მიმართ, რათა არ განისაჯოთ; აჰა, მსაჯული კართანა დგას.
იაკობის წერილი თავი 5