თარგმანი: დიდად ძალ-მწე არს ჭირთა შინა უდრტჳნველობისაჲ, რაჲთა არა ვითარცა ჭირვეულნი განვიკითხვიდეთ მაჭირვებელთა მარადის ჴსენებითა საუფლოჲსა მის სიტყჳსაჲთა, ვითარმედ: ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, რამეთუ უკუეთუ ჩუენ განვიკითხვიდეთ მოყუასთა ცოდვისა და ბრალისათჳს, ჩუენ განვიკითხნეთ საუფლოჲსა მცნებისა გარდასლვისათჳს.
8. თქვენც მრავლისმთმენნი იყავით და გაიმაგრეთ გული, რადგანაც მოახლოვდა მოსვლა უფლისა.9. ნუ დრტვინავთ, ძმანო, ერთურთის მიმართ, რათა არ განისაჯოთ; აჰა, მსაჯული კართანა დგას.10. ჭირთათმენისა და სულგრძელობის ნიმუშად გყავდეთ, ძმანო ჩემნო, წინასწარმეტყველნი, რომელნიც ლაპარაკობდნენ უფლის სახელით.
იაკობის წერილი თავი 5