...დროს, მაგრამ ხედავს, რომ ადამიანები უღირსნი გახდნენ, მაშინ თავის აღთქმებს აუქმებს. ამიტომაც თქვა წინასწარმეტყველის მეშვეობით: „აღსასრული ვთქუა ნათესავსა ზედა, ანუ მეფობასა მოსპოლვაჲ მათდა და წარწყმედად... და მოაქციოს ნათესავმან უკეთურებათაგან მათთა და შევინანო ბოროტთათჳს, რომელთა ვსიტყუევდ ყოფად მათდა" (), და კიდევ: „დასასრული ვთქუა ნათესავსა ზედა და მეფობასა ზედა აღშენებად... და ბოროტი ქმნენ წინაშე ჩემსა..., და შევინანო კეთილთათჳს, რომელნი ვთქუენ ქმნად მათდა" (). ხედავ, როგორ ჩვენგან იღებს საბაბს იმისთვის, რომ წყალობა ან რისხვა გვიჩვენოს? ამიტომაც ახლა, რადგან (ნოეს თანამედროვეებმა) დროის გახანგრძლივება ჯეროვნად ვერ გამოიყენეს, ვადა შეუმოკლა. სწორედ ამიტომ ნეტარი პავლეც უგრძნობ ადამიანებს, რომლებიც სინანულით ბოძებულ ცხონებას უარყოფდნენ, ეუბნებოდა: „ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა და თავს-დებასა და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ, ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ? ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულებისა ღმრთისასა" (...
იერემია 18:7
6. ხომ შემიძლია ისე მოგექცეთ, როგორც ეს მეთუნე იქცევა, ისრაელის სახლო? ამბობს უფალი: აჰა, როგორც თიხაა მეთუნის ხელში, ისე ხართ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო!7. ერთ წამს გავიფიქრებ რომელიმე ხალხის ან სამეფოს ამოძირკვას, გაცამტვერებას და განადგურებას,8. მაგრამ მოიქცევა ეს ხალხი ბოროტებისგან, რომლის გამოც ვაშინებდი მას, და მეც გადავთქვამ ბოროტს, რასაც ვუპირებდი.
იერემია თავი 18