მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იერემია 18:9

8. მაგრამ მოიქცევა ეს ხალხი ბოროტებისგან, რომლის გამოც ვაშინებდი მას, და მეც გადავთქვამ ბოროტს, რასაც ვუპირებდი.9. ერთ წამს გავიფიქრებ რომელიმე ხალხის ან სამეფოს აშენებას და დაფუძნებას,10. მაგრამ ბოროტად მოიქცევა ჩემ თვალში, არ გაიგონებს ჩემს ხმას, და მეც გადავთქვამ სიკეთეს, რომელსაც ვპირდებოდი მას.
იერემია თავი 18
9. ერთ წამს გავიფიქრებ რომელიმე ხალხის ან სამეფოს აშენებას და დაფუძნებას,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 144-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მარადიული მეუფება და დაცემულთა აღდგენა:

...იოს ნათესავმან უკეთურებათაგან მათთა და შევინანო ბოროტთათჳს, რომელთა ვსიტყუევდ ყოფად მათდა“** (). სიკეთეებზეც ასევეა: ამბობს, „მათ შესახებ სიკეთეებს ვიტყვი; და თუ ისინი შეიცვლებიან, მეც შევცვლი მათ შესახებ ნათქვამს“ ()1. და: „და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა“ ().

რას ნიშნავს აქ „წმიდა“? ეს ნიშნავს იმას, ვინც საყვედურისათვის მიუწვდომელია, მართალია, ხალასია, უმანკოა და არავის არაფერში ხელჩასაჭიდს არ აძლევს. „განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღმართნის ყოველნი დაცემულნი“ (). მას შემდეგ, რაც სასუფეველზე თქვა, რომ უსასრულოა, სიტყვებზე — რომ ჭეშმარიტია, საქმეებზე — რომ საყვედურისათვის მიუწვდომელია, აგრეთვე დიდებასა და დიდებულებაზე, იგი კვლა...

სრულად ნახვა
საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის სულგრძელობა და ვადის შემოკლება:

...ოს ნათესავმან უკეთურებათაგან მათთა და შევინანო ბოროტთათჳს, რომელთა ვსიტყუევდ ყოფად მათდა"** (), და კიდევ: „დასასრული ვთქუა ნათესავსა ზედა და მეფობასა ზედა აღშენებად... და ბოროტი ქმნენ წინაშე ჩემსა..., და შევინანო კეთილთათჳს, რომელნი ვთქუენ ქმნად მათდა" (). ხედავ, როგორ ჩვენგან იღებს საბაბს იმისთვის, რომ წყალობა ან რისხვა გვიჩვენოს? ამიტომაც ახლა, რადგან (ნოეს თანამედროვეებმა) დროის გახანგრძლივება ჯეროვნად ვერ გამოიყენეს, ვადა შეუმოკლა. სწორედ ამიტომ ნეტარი პავლეც უგრძნობ ადამიანებს, რომლებიც სინანულით ბოძებულ ცხონებას უარყოფდნენ, ეუბნებოდა: „ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა და თავს-დებასა და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ, ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ? ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულებისა ღმრთისასა" (). ხედავ, როგორ ამ საკვირველმა მსოფლიოს მოძღვარმა ნათლად გვაჩვენა, რომ ისინი, ვინც ღვთის სულგრძელობას, სინანულისთვის ბოძებულს, ჯეროვნად არ იყენებენ, უფრო დიდ მსჯავრსა და სასჯელს იმსახურებენ?...

სრულად ნახვა