...* (). იერემიაც კვლავ ამბობს: „წადით ქეტიმის კუნძულებზე და იხილეთ; კედარში გაგზავნეთ და გაიგეთ, შეცვლიან თუ არა წარმართნი თავიანთ ღმერთებს; ჩემმა ერმა კი თავისი დიდება შეცვალა იმით, რისგანაც სარგებელს ვერ მიიღებს“ ()4. ასე აჩვენებს, რომ სჯულდება მძიმე არ არის, და იმასაც, თუ რა საზომს ითხოვს ადამიანებისგან: იმას, რისი აღსრულებაც უგონო არსებებისთვისაც ადვილია და თვით უგონოთა შორის უფრო უგუნურთათვისაც. მაგრამ ვინმე იტყვის, რომ იმ არსებებს პატრონის ცნობა ბუნებით აქვთ. მაგრამ რაც მათში ბუნებით აღესრულება, ჩვენ შეგვიძლია არჩევანით აღვასრულოთ. „იცნა ჴარმან მომგებელი“ (): მათ წინ ნიჭის გამორჩეულობას კი არ უდებს, არამედ მათი ბოროტების სიჭარბითაც ბრალდებას ზრდის. რადგან, როგორც მათ შესარცხვენად სტიქიონებს უხმობს, ასევე კ...
იერემია 2:10
9. ამიტომაც კიდევ მექნება თქვენთან დავა, ამბობს უფალი; თქვენს შვილთა შვილებთანაც ვიდავებ.10. რადგან, აბა, წადით ქითიელთა კუნძულებზე და ნახეთ, გააგზავნეთ კედარში და კარგად გამოიკვლიეთ, ნახეთ, თუ სადმე მომხდარა ამგვარი რამე.11. თუ შეუცვლია რომელიმე ხალხს თავისი ღმერთები, თუმცა არ ყოფილან, ისინი ღმერთები? ჩემმა ერმა კი უსარგებლო კერპებზე გადაცვალა თავისი დიდება!
იერემია თავი 2