მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იერემია 3:6

5. განა სამუდამოდ იმრისხანებს, ბოლომდე ხომ არ ჩაიმარხავსო! აჰა, თქვი და ჩაიდინე ბოროტება, გაბედე.6. მითხრა უფალმა მეფე იოშიას დროს: ნახე, რა ჩაიდინა განმდგარმა ისრაელმა? დადიოდა ყველა მაღალ გორაკზე და ყველა ხემხვივანის ქვეშ და ბოზობდა იქ.7. მე ვთქვი მას შემდეგ, რაც ყოველივე ეს ჩაიდინა: ჩემკენ მოიქეცი-მეთქი! მაგრამ არ მოქცეულა. ხედავდა ამას მისი მოღალატე დაჲ იუდა.
იერემია თავი 3
6. მითხრა უფალმა მეფე იოშიას დროს: ნახე, რა ჩაიდინა განმდგარმა ისრაელმა? დადიოდა ყველა მაღალ გორაკზე და ყველა ხემხვივანის ქვეშ და ბოზობდა იქ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).:

...ებანი მათნი. ხოლო მე, ვითარცა კრავმან უმანკომან, მიგურასა ჩემსა დაკლვად არა ვაგრძენ. ამისთჳს ესრეთ იტყჳს უფალი კაცთა მათ ზედა, მეძიებელთა სულისა ჩემისათა: აჰა ესერა მე ძიება-ვყო მათ ზედა: ჭაბუკნი მათნი მახჳლითა მოისრნენ, და ძენი და ასულნი მათნი აღესრულნენ სიყმილითა, და არღარა იყოს მათა ნეშტ, არცა ლხინება“. ; (11,18,19,21-23)

და რასაღა ვიტყოდი, რამეთუ დამაკლებს მე ჟამი მითხრობად თი-თოეულად ჴმათა მათ საწინაჲსწარმეტყუელოთა, ვითარ მოასწავებდეს, რაჲ-იგი შემთხუევად იყო უფლისადა, და ვითარ თითოეულმან აღწერნა შეჩუენებანი ქრისტეს მკლველთა მათ ჰურიათანი, ვითარცა ღაღადებს ნეტარი დავით და იტყჳს: „ყუედრებაჲ დაითმინა სულმან ჩემმან და გლახაკებაჲ; და ველოდე მე თანამჭუვარსა, და არავინ იყო; ნუგეშინისმცემელ ჩემდა, და მე არა ვპოე. მცეს მე საჭმლად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი. ექმენინ ტაბლაჲ მათი მათ წინაშე საბრჴე, მისაგებელ და საცთურ. დაუბნელდენ თუალნი მათნი, რაჲთა არა ხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე. მიჰფინე მათ ზედა რისხვაჲ შენი, და გულისწყრომაჲ რისხვისა შენისაჲ ეწიენ მათ. იყავნ სამკჳდრებელი მათი ოჴერ, და საყოფელსა მათსა ნუ იყოფინ მკჳდრი; რამეთუ რომელსა შენ სცხე, მათ დევნეს იგი და სალმობასა წყლულთა ჩემთასა შე...

სრულად ნახვა