...ას? როგორ ჯერ კიდევ არ მოსწყინდათ უკეთურება და, ღორებივით ტალახში, თავის ურჯულოებებში ჩაეფლო? თუ გადაწყვეტილი ჰქონდათ მოქცევა, განა მუდმივი შეგონებანი არ ესმოდათ? განა არ მოვუხმობდი მე მათ წინასწარმეტყველთა მეშვეობით და ვამბობდი: „და ვარქუ შემდგომად სიძვისა მისისა ამათ ყოველთასა: ჩემდა მოაქციე, და არ მოაქცია" ()? განა მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ ბოროტებას მოშორდეს და ბოროტების კეთება შეწყვიტოს? განა ვითხოვ წინანდელი საქმეებისთვის ანგარიშს; განა, როგორც კი დავინახავ, რომ ხალხს სინანული სურს, ვეძებ ანგარიშს? განა ყოველ დღე არ მოვუხმობ და ვამბობ: „არა ნებით მნებავს სიკუდილი უშჯულოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაჲ მისი" ()? განა ყველაფერს არ იმ მიზნით ვაკეთებ, რომ ცთომილებით გარყვნილნი დაღუპვისგან ვიხსნა? განა ვყოვნებ, როცა მათ მოქცევას ვხედავ? განა არ ვთქვი: „მერმე იტყოდიღა შენ, გრქუას: აჰა, აქა ვარ" ()? განა თავად ისინი ისე ეძიებენ თავიანთ ცხონებას, როგორც მე ვზრუნავ, რომ ყველა ადამიანი ცხონდეს და „მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა" მოვიდეს ()? განა იმისთვის გამოვიყვანე შე...
იერემია 3:7
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...იქმნების და უშიშად ზუაობს, ნუუკუე მეძავი გინა მეზუერე წარჰჴდენ მას; ნუვინ შებღალული ურჩულოებითა უსასო არს, რამეთუ უკუეთუ ენებოს, ძალ-უც პირველთაცა უწინა ყოფად.
ისმინეთ, რასა ეტყჳს ღმერთი იერუსალჱმსა: „ვთქუ შემდგომად ესოდენთა მათ სიძვათა და არაწმიდებათა შენთა: ჩემდავე მოიქეც, და შეგიწყნარო, და არა მოიქცა“.
საცნაურ არს უკუე და ჭეშმარიტ, ვითარმედ: ოდესცა მოვიქცეთ შიშსა ღმრთისასა, არღარა მოიჴსენებს პირველთა მათ. არა თუ ღმერთი მსგავს საქმეთა კაცთა არს. არა აყუედრებს მონანულსა გარდასრულ-თა ცოდვათათჳს, არცა გუეტყჳს, თუ: რად ესოდენთა ჟამთა განდგომილ იყავ ჩემგან? არამედ საწადელ არს მისა, ოდესცა მოვიქცეთ, ოდენ ვითარცა ჯერ-არს, ეგრეთ მოვიქცეთ, შეუდგეთ მას და მივსდევდეთ მჴურვალედ, შევმსჭუალნეთ შიშსა მისსა ჴორცნი ჩუენნი, ძმანო, რამე-თუ ესევითარნი საქმენი არა ახალსა ხოლო შჯულსა ქმნილ არიან, არამედ ძუელსაცა. ვინ იყო უძჳრეს მანასესა? არამედ მო-რაჲ-იქცა სინანულად, მეყსა შინა შეიწყალა იგი ღმერთმან; და ვინ იყო უსანატრელეს სოლომონისა? გარნა უდებ იქმნა და დაეცა. და უფროჲსად ორივე ესე ერთსა ზედა პირსა მაქუს გამოჩინებად: მიხედენით ნეტარსა დავითს, ვითარ იგივე ოდესმე კეთილ იქმნა და ოდესმე ბოროტ. ჰრულოოდა რაჲ უდებებით, შეუბრკუმა და დაეცა. კუალად განიფრთ...
...ედა ესე, ხოლო ვინაჲთგან მიუთხრობელითა მით წყალობითა მისითა განაწესა სინანული და შებღალულთა ამათ მრავალთაგან ცოდვათა განგუწმედს ცრემლითა და სულთქუმითა, არარაჲ გუაქუს მიზეზი, არამედ ვისწრაფოთ განწმედად, რაჲთა არა ჩუენდა მომართცა თქუას, ვითარმედ: „ვთქუ შემდგომად ყოველთა მათ ბოროტთა: ჩემდავე მოიქეც, და არა მოიქცა“.
განიბანე, კაცო, პირი შენი და ენაჲ სიტყუათაგან ბოროტთა, რაჲთა კადნიერებით ევედრებოდი ღმერთსა, რამეთუ წერილ არს: „ცხორებაჲ და სიკუდილი ჴელთა შინა ენისათა არს“, და „სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო“. აწ უკუე მსგავსად გუგათა თუალისათა დაიცევ ენაჲ შენი, რამეთუ ასწაო თუ მას წესიერებაჲ, იქმნას ეტლ მეუფისა; ხოლო დაუტეო თუ წარმდებებით სლვად ყოველსავე ბოროტსა შინა, იყოს იგი საჴედარ ეშმაკისა, რაჟამს აღივსებოდის ყოვლითავე გინებითა და ბოროტისმეტყუელებითა, გულისწყრომით ზრახვითა მოყუსისაჲთა და სხჳთა მრავლითა ბოროტითა. ამისთჳს გევედრები, უკუეთუ გნებავს, რაჲთა კადნიერებით ევედრებოდი ღმერთსა, ყოვლისავე რისხვისა და გულისწყრომისაგან წმიდა-ყავ სული შენი, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „მნებავს ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა...