მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იერემია 31:32

31. აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს.32. არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდევი მათ მამა-პაპას, როცა ხელჩაკიდებული გამომყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. დაარღვივს ის ჩემი აღთქმა, თუმცა მე მათი პატრონი ვიყავი, ამბობს უფალი.33. რადგან ეს არის ის აღთქმა, რომელიც უნდა დავუდო ისრაელის სახლს იმ დროის შემდეგ, ამბობს უფალი. წიაღში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულზე დავაწერ. მათი ღმერთი ვიქნები მე და ისინი ჩემი ერი იქნებიან.
იერემია თავი 31
32. არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდევი მათ მამა-პაპას, როცა ხელჩაკიდებული გამომყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. დაარღვივს ის ჩემი აღთქმა, თუმცა მე მათი პატრონი ვიყავი, ამბობს უფალი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...იერ 31:31–32), რითაც აჩვენებს, რომ ორივე სჯულის კანონმდებელი თვითონ იყო. ხოლო იმის დასამტკიცებლად, რომ ეგვიპტიდანაც მანვე გაათავისუფლა ისინი, დაამატა: „დღესა შინა, პყრობისა ჩემგან ჴელისა მათისასა, გამოყვანებისათჳს მათისა ქუეყანით ეგჳპტით“ (). თუ კი მან გამოიყვანა ისინი, მაშინ ეგვიპტეში და უდაბნოში მომხდარი ყველა ის სასწაულიც მანვე მოიმოქმედა. „და მომითხრას ჩვენ გზაჲ თჳსი, და ვიდოდით მას შინა“ (). ხედავ, რომ ისინი სხვა სჯულს ეძებენ? რადგან წმინდა წერილს ჩვეულებად აქვს ღმრთის მცნებებს გზა უწოდოს; ხოლო ძველ აღთქმაზე რომ ეთქვა, არ იტყოდა: „და მომითხრას ჩვენ“ (), რადგან ის ყველასთვის ცხადი, ნათელი და ცნობილი იყო.

და იმის დასამტკიცებლად, რომ ამას მზაკვრული მსჯელობით კი არ ვამბობთ, უკვე ნათქვამიც საკმარისია, რათა მეტისმეტად ურცხვებიც კი დაარწმუნოს. რადგან მ...

სრულად ნახვა