მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იერემია 31:34

33. რადგან ეს არის ის აღთქმა, რომელიც უნდა დავუდო ისრაელის სახლს იმ დროის შემდეგ, ამბობს უფალი. წიაღში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულზე დავაწერ. მათი ღმერთი ვიქნები მე და ისინი ჩემი ერი იქნებიან.34. აღარ დაუწყებენ სწავლებას ერთმანეთს, მეზობელი მეზობელს და ძმა ძმას: შეიცანი უფალიო! რადგან ყველას შეცნობილი ვეყოლები დიდიდან პატარამდე, ამბობს უფალი, რადგან ყველას ვაპატიებ დანაშაულს და აღარ გავუხსენებ ცოდვებს.35. ასე ამბობს უფალი, რომელიც გვაძლევს მზეს დღის გასანაათებლად, მთვარისა და ვარსკვლავთა წესებს ღამის გასანათებლად, რომელიც აღძრავს ზღვას და აბობოქრებს მის ტალღებს და რომლის სახელი ცაბაოთ უფალია.
იერემია თავი 31
34. აღარ დაუწყებენ სწავლებას ერთმანეთს, მეზობელი მეზობელს და ძმა ძმას: შეიცანი უფალიო! რადგან ყველას შეცნობილი ვეყოლები დიდიდან პატარამდე, ამბობს უფალი, რადგან ყველას ვაპატიებ დანაშაულს და აღარ გავუხსენებ ცოდვებს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...რადგან არ უთქვამს: „მოყვანილ იქნებიან“, არამედ: „მოვლენ“; ამას სხვა წინასწარმეტყველიც უფრო ცხადად აჩვენებდა და ამბობდა: „და არა ასწავებდეს კაცადი მოყუასსა თჳსსა, და კაცადი ძმასა თჳსსა მეტყუელი: იცან უფალი, რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე, მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე მათდა“ (). იუდეველთა შემთხვევაში თვით ქმნილებაც ირყეოდა, უწყვეტი მუქარები იყო, განუწყვეტელი სასჯელები, ზედიზედ სასწაულები, წინასწარმეტყველთა სრბანი, სჯულმდებლის შიში, ომების მუქარები, ბარბაროსთა თავდასხმები, ღვთივმოვლენილი რისხვები და ციდან მოვლენილი შიშები; და მაინც რჩებოდნენ, როგორც წერილი ამბობს, „ქედ-ფიცხელნო და წინა-დაუცუეთელნო“ (), ჯიუტნი და დაუთმობელნი; წარმართების შემთხვევაში კი საკმარისი აღმოჩნდა უბრალო სიტყვა და მხოლოდ სმენა, და ყველანი მაშინვე მიისწრაფვოდნენ. ამასვე მიანიშნებდა დავითიც, როცა ამბობდა: „ერმან, რომელ არა ვიცოდე, მმონა მე“ (); და, გაოცებული იმით, თუ როგორ დაემორჩილა ის ხალხი, ამატებდა: „მორჩილებითა ყურისათა ისმინა ჩემი“ (...

სრულად ნახვა