მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იერემია 9:23

22. თქვი, ასე ამბობს უფალი: გადაყრიან ადამიანთა გვამებს როგორც ნეხვს ყანაში; როგორც ძნებს მომკალის უკან და არავინ იქნება შემგროვებელი.23. ასე ამბობს უფალი: ნუ იკვეხნის ბრძენი თავის სიბრძნეს, ნუ იკვეხნის მამაცი თავის სიმამაცეს, ნუ იკვეხნის მდიდარი თავის სიმდიდრეს.24. თუ დაიკვეხნის, დაიკვეხნოს, რომ გონიერია და მიცნობს, რომ უფალი ვარ, წყალობის, სამართლისა და სიმართლის მოქმედი ამ ქვეყანაზე, რადგან ეს მახარებს მე, ამბობს უფალი.
იერემია თავი 9
23. ასე ამბობს უფალი: ნუ იკვეხნის ბრძენი თავის სიბრძნეს, ნუ იკვეხნის მამაცი თავის სიმამაცეს, ნუ იკვეხნის მდიდარი თავის სიმდიდრეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 130-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. თავმდაბლობა და უფალზე დამყარებული სასოება:

...დაიღუპება. ამიტომაც მოციქული გაბედულად ამბობდა: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“ (). და კვლავ: „ნუ იქადინ მდიდარი სიმდიდრესა ზედა თჳსსა“ (), ნურც ბრძენი „სიბრძნისა მიერ თჳსისა“ (), არამედ „ამას ზედა იქადოდენ მოქადული გულისხმის-ყოფასა და ცნობასა ჩემსა“ (). მაშ, როდის არის ქადილი ბოროტი? როცა ამას ფარისეველივით ვაკეთებთ. და რატომ, — ამბობს იგი, — თქვა პავლემ: „ვიქმენ უგუნურ სიქადულისათჳს. რამეთუ თქუენ მაიძულეთ მე“ ()? იმიტომ, რომ იგი თავის სათნო ღვაწლებზე ჰყვებოდა — იმაზე, რაც მის ცხოვრებასა და ცხოვრების წესს ეხებოდა; ამის წინ წამოწევა კი საჭირო არ იყო, როცა აუცილებლობა არ არსებობდა.

სხვაგან კი ამბობს: **„ხოლო უკუეთუ მინდე...

სრულად ნახვა