მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იერემია 9:24

23. ასე ამბობს უფალი: ნუ იკვეხნის ბრძენი თავის სიბრძნეს, ნუ იკვეხნის მამაცი თავის სიმამაცეს, ნუ იკვეხნის მდიდარი თავის სიმდიდრეს.24. თუ დაიკვეხნის, დაიკვეხნოს, რომ გონიერია და მიცნობს, რომ უფალი ვარ, წყალობის, სამართლისა და სიმართლის მოქმედი ამ ქვეყანაზე, რადგან ეს მახარებს მე, ამბობს უფალი.25. აჰა, მოვა დროება, ამბობს უფალი, როცა დავსჯი ყველა წინდაცვეთილს წინდაუცვეთელთან ერთად -
იერემია თავი 9
24. თუ დაიკვეხნის, დაიკვეხნოს, რომ გონიერია და მიცნობს, რომ უფალი ვარ, წყალობის, სამართლისა და სიმართლის მოქმედი ამ ქვეყანაზე, რადგან ეს მახარებს მე, ამბობს უფალი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 130-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. თავმდაბლობა და უფალზე დამყარებული სასოება:

...). და კვლავ: „ნუ იქადინ მდიდარი სიმდიდრესა ზედა თჳსსა“ (), ნურც ბრძენი „სიბრძნისა მიერ თჳსისა“ (), არამედ „ამას ზედა იქადოდენ მოქადული გულისხმის-ყოფასა და ცნობასა ჩემსა“ (). მაშ, როდის არის ქადილი ბოროტი? როცა ამას ფარისეველივით ვაკეთებთ. და რატომ, — ამბობს იგი, — თქვა პავლემ: „ვიქმენ უგუნურ სიქადულისათჳს. რამეთუ თქუენ მაიძულეთ მე“ ()? იმიტომ, რომ იგი თავის სათნო ღვაწლებზე ჰყვებოდა — იმაზე, რაც მის ცხოვრებასა და ცხოვრების წესს ეხებოდა; ამის წინ წამოწევა კი საჭირო არ იყო, როცა აუცილებლობა არ არსებობდა.

სხვაგან კი ამბობს: „ხოლო უკუეთუ მინდეს სიქადულის, არა ვიყო უგუნურ, რამეთუ ჭეშმარიტი ვთქუა“ (). ამგვარად, ვინც ჭეშმარიტს ამბობს, როცა ამას დრო მოითხოვს, უგუნური...

სრულად ნახვა