...დ: „სიტყუაჲ ქრისტესი დამკჳდრებულ იყავნ მდიდრად თქუენ შორის“. არამედ რასა იტყჳან უგუნურნი, ვითარმედ: წერილ არს, ვითარმედ: „სული წრფელი კურთხეულ არს“, და „რომელი ვიდოდის სიწრფოებით, ვალს იგი სასოებით“? რამეთუ ესე არს ყოველთა ბოროტთა მიზეზი, რომელ წამებასაცა წერილთასა არა კეთილსა ზედა იჴმარებენ მრავალნი, რამეთუ არა თუ უსწავლელთა და უგუნურთა აკურთხევს წერილი, არამედ მას, რომლისა თანა უკეთურებაჲ არა იყოს. თუ არა, უკუეთუმცა ესრეთ იყო, ვითარ იგინი იტყჳან, ამაო იყომცა სიტყუაჲ იგი, რომელი იტყჳს: „იყვენით ბრძენ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი“. ხოლო ჩუენ, რომელთა არცა ერთი რაჲ კეთილი წარგჳმართებია, ვითარ ვთქუათ ესე სიტყუაჲ, თუ წრფელნი ვართ, რომელნი-ესე უუბადრუკეს ვართ ყოველთასა, მაბრალობელ ურთიერთას და ბრალთა ჩუენთა არა განმამართლებელ? არამედ აწ გევედრები, ნუმცა ოდენ თავთა ჩუენთა ვაბრალობთ, არამედ საქმენიცა სათნოებათანი მოვიგნეთ, რაჲთა ცხორებაჲ ჩუენი სადიდებელად ღმრთისა იყოს, და საუკუნოჲ დიდებაჲ ვპოვოთ, რომელსა ღირსმცა ვართ მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენ...
ლოცვა წმინდა წერილის წაკითხვამდე
1. იგავნი სოლომონისა. ბრძენი შვილი მამას ახარებს და უგუნური შვილი დედის დარდია.2. ბოროტეულის საგანძურებს სარგებელი არ მოაქვს, სიმართლე კი სიკვდილისგან იხსნის.3. უფალი მართალის სულს არ დაამშევს, ხოლო ბოროტეულთა სიხარბეს უკუაგდებს.4. ზარმაცი ხელი აღარიბებს, ხოლო გამრჯეთა ხელი ამდიდრებს.5. ვინც ზაფხულში აგროვებს, გონიერი შვილია, ხოლო ვისაც სამკალში სძინავს, სამარცხვინო შვილია.6. მართლის თავზე კურთხევაა, ხოლო ბოროტეულია პირი ძალადობით არის სავსე.7. კურთხეულია მართლის მოსაგონარი, ხოლო ბოროტეულთა სახელი დალპება.8. გულბრძენი მცნებებს მიიღებს, ხოლო ბაგებრიყვი დაიღუპება.9. უმწიკვლოდ მოარული დარწმუნებით დადის, ხოლო თავისი გზების გამამრუდებელი ნამხილები იქნება.10. თვალის ჩამკვრელი მწუხარებას იწვევს, ბაგებრიყვი კი დაიღუპება.11. მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეუღთა პირი კი ძალადობით არის სავსე.12. სიძულვილი შუღლის აღმძვრელია, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს.13. გონიერის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, ჭკუათხელის ზურგზე კი ჯოხი.14. ბრძენკაცები ცოდნას იუნჯებენ, ბრიყვის პირი კი ახლოა დაღუპვასთან.15. მდიდრის ქონება მისი ციხე-ქალაქია, ხოლო ღარიბთა დამღუპველი - მათი სიღატაკე.16. მართლის შრომა სასიცოცხლოდ არის, ხოლო ბოროტეულთა მონახვეჭი ცოდვაა.17. შეგონების დამმარხველი სიცოცხლის გზას ადგას, დარიგების უკუმგდებელი გზააბნეული დაეხეტება.18. სიძულვილის დამფარველს ცრუ ბაგეები აქვს, ჭორის გამავრცელებელი კი სულელია.19. ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია.20. მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულთა გული კი ნამცეცის ოდენაა.21. მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, ბრიყვები კი თავიანთი უჭკუობით იხოცებიან.22. უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას.23. უგუნურის ხალისი ავის ქმნაშია, ხოლო გონიერი კაცისა - სიბრძნეში.24. რაც ბოროტეულს აშინებს, სწორედ ის შეემთხვევა, მართალს კი სასურველი მიეცემა.25. როცა გაივლის ქარიშხალი, აღარც ბოროტეულია, მართალი კი დაფუძნებულია სამარადისოდ.26. რაც ძმარია კბილთათვის და კვამლი თვალთათვის, იგივეა ზანტი კაცი თავისი მიმავლინებლისთვის.27. უფლის მოშიშება ახანგრძლივებს დღეებს, ხოლო ბოროტეულთა წლები შემოკლდება.28. მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი დაიღუპება.29. უფლის გზა სიმტკიცეა უმწიკვლოსთვის და დაღუპვაა ბოროტმოქმედთათვის.30. მართალი არასდროს წაბორძიკდება, ბოროტეულნი კი ვერ დაივანებენ ქვეყანაზე.31. მართლის პირი სიბრძნეს აღმოაცენებს, ღალატიანი ენა კი მოიკვეთება.32. მართლის ბაგენი მადლს აუწყებენ, ბოროტეულთა პირი კი - ღალატს.