მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავნი სოლომონისა 28:14

13. ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება.14. ნეტარია კაცი, რომელიც მუდამ ფრთხილობს, ხოლო ვინც გულს ისასტიკებს, უბედურებაში ჩავარდება.15. რაღა მბრდღვინავი ლომი და ღრიალა დათვი და რაღა ბოროტეული ბატონი ღარიბ-ღატაკი ხალხისათვის.
იგავნი სოლომონისა თავი 28
14. ნეტარია კაცი, რომელიც მუდამ ფრთხილობს, ხოლო ვინც გულს ისასტიკებს, უბედურებაში ჩავარდება.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 55. „და ჰრქუა ლაბან იაკობს" (დაბ 29:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. სულიერი თესვა და თავმდაბლობა ღვთის წინაშე:

...ლა სხვა სათნოება მომდინარეობს: „და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა". რას ნიშნავს: „მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა"? ნიშნავს — ისეთ ადამიანს, რომელიც თავისი საქმეებით ღვთის მცნებებისადმი მორჩილებას ავლენს, როგორც სხვაგანაც ნათქვამია: „ნეტარ არს კაცისა მის, რომელსა ეშინოდის ყოველთაგან ღმრთისმოშიშებით" (). ჩვენც, როცა ვხედავთ, რომ ჩვენი მსახური ჩვენს ბრძანებებს დიდი მოშურნეობით, შიშითა და კრძალვით ასრულებს, მას მეტ კეთილგანწყობას და წყალობას ვუჩვენებთ; და მით უფრო მეტად გაგვიწევს წყალობას ჩვენი სახიერი უფალი. ამიტომაც თქვა: „ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა". ამრიგად, მისი სიტყვებისა ვიკრძალოთ და ყოველგვარი შიშით აღვასრულოთ ისინი. მისი სიტყვები კი — ეს არის მისგან მოცემული მცნებები. იმის ცოდნით, თუ რა სთნდება მას, რა სასიამოვნოა მისთვის, იმას ვიქმოდეთ და ვეცადოთ ისეთნი ვიყოთ: მოკრძალებით მორჩილებას, სიმშვიდეს, თავმდაბლობას ვიჩენდეთ, დიდი ღვთისმოშიშებითა და შიშით ვასრულებდეთ მის ყველა მცნებას, რათა ყოველთა მეუფემ, ჩვენი განზრახვების კეთილი განწყობა მიიღოს რა და ჩვენი მორჩილებით კმაყოფილი იყოს, კეთილ ინებოს ჩვენზე მოიხილოს. თუ ის კეთილინებებს ამის ქმნას, სრულ უსაფრთხოება...

სრულად ნახვა
საუბარი 30. „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ" (დაბ 11:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მარხვა და ლოცვა — სულის იარაღი:

...ფერისია, რათა მიიღოთ კიდეც თხოვნილი. და, ამასთანავე, ყურადღებით იქცეოდეთ, სულით ფხიზლად და მღვიძარედ, უყურადღებობა არ გამოიჩინოთ, გონებით აქეთ-იქით არ დახეტიალოთ, არამედ თქვენი „ცხონება შიშითა და ძრწოლით აღასრულეთ", რადგან ნათქვამია: „ნეტარ არს კაცისა მის, რომელსა ეშინოდის ყოველთაგან ღმრთისმოშიშებით" (). დიდი სიკეთეა ლოცვა. თუ ვინმე, სათნო ადამიანთან საუბრისას, მისგან არცთუ მცირე სარგებელს იღებს, მაშ, რა სიკეთეებს არ მიიღებს ის, ვინც ღვთისთან საუბრის ღირსი გახდა? ლოცვა არის საუბარი ღმერთთან. და, რათა ამაში დარწმუნდე, ისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „ტკბილ ეყავნ" ღმერთს „გალობაჲ ჩემი" (), ანუ, სასიამოვნო იყოს ღვთისთვის საუბარი ჩემი. ნუთუ მას, ჩვენი თხოვნის წინაც, არ შეუძლია მოგვცეს? მაგრამ ის იმიტომ ელოდება (ჩვენს თხოვნას), რომ ჰქონდეს საბაბი სამართლიანად ღირსი გახადოს ჩვენ თავისი განგებისა. მაშ, მივიღოთ თუ არ მივიღოთ თხოვნილი, გულმოდგინედ აღვასრულოთ ლოცვა და ვმადლობდეთ არამხოლოდ მაშინ, როცა მივიღებთ, არამედ მაშინაც, როცა ვერ მივიღებთ, რადგან მიუღებლობაც, როცა ღვთის ნებით ხდება, არანაკლებ კეთილისმომტანია, ვიდრე მიღება. ჩვენ ხომ არც ვიცით, რა არის ჩვენთვის სასარგებლო, ი...

სრულად ნახვა