მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავნი სოლომონისა 6:23

22. მგზავრობისას წინამძღვრად გეყოლება, ძილში დაგიფარავს, გამოღვიძებისას მოსაუბრედ გეყოლება.23. რადგან ლამპარია ანდერძი და სინათლეა რჯული, სიცოცხლის გზაა სამხილებელი შეგონება,24. რომ გიფარავდეს ავი ქალისგან, უცხო ქალის ლაქარდიანი ენისგან.
იგავნი სოლომონისა თავი 6
23. რადგან ლამპარია ანდერძი და სინათლეა რჯული, სიცოცხლის გზაა სამხილებელი შეგონება,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...ეწევა, ასე კვლავ იუდეველთა შეგონებაზე გადადის და ამბობს: „და აწ შენ, სახლო იაკობისაო, მოვედით და ვიდოდით ნათელსა უფლისასა“ (), ესე იგი, მის მცნებებში, მის სჯულში; რადგან ნათქვამია: „რამეთუ სანთელ არს მცნებაჲ სჯულისაჲ, ნათელი და ცხორებაჲ, მხილებაჲ და სწავლაჲ“ ()6; დავითიც კვლავ ამბობს: „მცნებაჲ უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა“ (); და კიდევ: „სანთელ არს ფერჴთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ-ალაგთა ჩემთა“ (). და ყველგან შეიძლება ნახოს ვინმემ, რომ სჯული ასე იწოდება. ასევე ამბობს პავლეც: „და ესავ თავსა შენსა წინამძღურად ბრმათა, ნათლად, რომელნი არიან ბნელსა შინა, მასწავლელად უგუნურთა“ (). რადგან მზის სხივები ისე არ წარუძღვებიან ჩვენი სხეულის თვალებს, როგორც სჯულის მცნებები ანათებენ სულის თვალებს.

6....

სრულად ნახვა