...ომ ითქვა ასე, რომ ბოროტება ტკივილს აყენებს და ჯაფას აკისრებს თვით მას, ვინც მას ფლობს. ამიტომაც ვინმე ბრძენი, სწორედ ამას რომ მიანიშნებს, ამბობს: „შვილო, უკუეთუ ბრძენ იყო, თავისა შენისა ბრძენ იყო და მოყუასიცა, ხოლო უკუეთუ ბოროტ იყო, თავისა შენისა აღმოივსო ძჳრი მარტოდ.“ (). და როგორ, ამბობს, მარტო ბოროტი კაცი ამოხაპავს ბოროტებებს, როცა მრავალს ავიწროებს? სინამდვილეში კი ვერავის ვნებს, ვინც მოდუნებული და დაუდევარი არ არის. და თუ გინდა, ბოროტ ადამიანს თავი დავანებოთ და თვით ბოროტი დემონი შუაში გამოვიყვანოთ. მითხარი, განა მან მთელი თავისი ბოროტება არ გადმოანთხია? განა იობს რამე ავნო? განა იობი უფრო ბრწყინვალე არ გახადა, ხოლო თავისთვის უფრო მძიმე დაცემა არ მოიმზადა? და კაენზე რას ვიტყვით? განა მხოლოდ მან არ ამოხაპა ბოროტებები? არა, ამბობს, არამედ აბელმაც. როგორ და...
11. რადგან ჩემით გამრავლდება შენი დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები.12. თუ ბრძენი ხარ, შენთვის ხარ ბრძენი, თუ ღვთისმგმობელი ხარ, შენვე აგებ პასუხს.13. სულელი ქალი მყვირალაა, ბრიყვი და არაფრის მცოდნე;
იგავნი სოლომონისა თავი 9