თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲღა თქუან აწ ჰურიათა? რამეთუ აჰა ესერა სა-შჯელი შეუნდობელი განუმზადეს თჳთ მათ თავთა თჳსთა ზედა, რამე-თუ სარწმუნოდ შეჰრაცხეს იოვანე და ესრეთ ჭეშმარიტად, რომელ არა თუმცა სხუასა წამებდა, არამედ თავისაცა თჳსისათჳს რაჲთამცა ეთქუა, ჰრწმენა; რამეთუ თავისა თჳსისათჳს მათი გურწამს, რომელნი ფრიად ჭეშმარიტისა მეტყუელად გუაქუნდენ. და ვინაჲთგან ესრეთ სარწმუნოდ აქუნდა იოვანე, რაჲსათჳს არა ჰრწმენა წამებაჲ მისი, რომელი წამა მან ქრისტესთჳს? და მიავლინნეს მისა კაცნი ესე რაჲ წარჩინებულნი, მღდელნი და ლევიტელნი, და მან აღიარა წინაშე ყოველთა, ვითარმედ: არა ვარ ქრისტე, არცა ელია, არცა წინაჲსწარმეტყუელი იგი, და გამოაჩინა უზეშთაესობა ქრისტესი, და ვითარმედ: ჩემი ნათლის-ცემაჲ მცირე არს, ხოლო მისი იგი - დიდ და მაღალ, და შემოიყვანა შორის ესაიაჲს წინაჲსწარმეტყუელებაჲ, რომელი-იგი უფლით ხადის მას და იოვანეს - მსახურად. და ამას ყოველსა ზედა არა ჯერ-იყოა რწმუნებაჲ და თაყუანის-ცემაჲ წამებულისაჲ მის და ღმრთად აღსაარებაჲ მისი? „ხოლო შორის თქუენსა მდგომარე არსო, რომელი თქუენ არა უწყით“. რამეთუ ვითარცა ჩანს, თჳთ უფალი შორის ერსა მას აღრეულ იყო, ვითარცა...
იოანეს სახარება 1:26
25. და ჰკითხეს მას: მაშ, რატომ სცემ ნათელს, თუკი არც ქრისტე ხარ, არც ელია და არც წინასწარმეტყველი?26. მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე ნათელს ვცემ წყლით, მაგრამ თქვენს შორის დგას იგი, ვისაც არ იცნობთ.27. ის არის ჩემს შემდეგ მომავალი, რომელიც ჩემზე უწინარეს იყო; და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევუხსნა ხამლის საკვრელი.
იოანეს სახარება თავი 1