თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ თარგმნის პირველ მისა ყოფილსა? რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“, მერმე შესძინა, ვითარმედ: „პირველ ჩემსა იყო“, რაჲთამცა უჩუენა, რამეთუ ესე არს პირველობაჲ - ახუმაჲ ცოდვათა სოფლისათაჲ, ნათლის-ცემაჲ სულითა წმიდითა. რამეთუ მე სხუაჲ არარაჲ შემეძლო, გარნა ქადაგებაჲ მისი და განბანაჲ ესე წყლითა, ხოლო მას ძალ-უც ყოველთა კაცთა განწმედაჲ და მადლსა მას ნუგეშინისმცემელისასა მოცემად. „ესე იყო პირველ ჩემსა, რამეთუ პირველ ჩემსა არს“ (1,30), ესე იგი არს, ფრიად უდიდებულეს და უბრწყინვალეს. ჰრცხუენოდენ ყოველთა, რომელთა პავლე სამოსატელისა წვალებაჲ შეიწყნარეს, რამეთუ ესევითარსა ცხადსა ჭეშმარიტებასა წინააღუდგებიან.
იოანეს სახარება 1:30
29. მეორე დღეს დაინახა მისკენ მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს.30. ეს არის, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს უკან მოდის კაცი, რომელიც ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო.31. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ რათა მოვლენოდა ისრაელს, სწორედ ამისთვის მოვედი წყლით ნათლის ცემად.
იოანეს სახარება თავი 1