მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 1:47

46. და უთხრა მას ნათანაელმა: განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე? უთხრა მას ფილიპემ: მოდი და ნახე.47. მისკენ მომავალი ნათანაელი რომ დაინახა, იესომ თქვა: აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიტი, ვისთვისაც უცხოა ზაკვა.48. უთხრა მას ნათანაელმა: საიდან მიცნობ მე? მიუგო იესომ და უთხრა: სანამ ფილიპე გიხმობდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე.
იოანეს სახარება თავი 1
47. მისკენ მომავალი ნათანაელი რომ დაინახა, იესომ თქვა: აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიტი, ვისთვისაც უცხოა ზაკვა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და თქუა ნათანაელ: ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსმე ყოფად? ჰრქუა მას ფილიპე: მოვედ და იხილე. იხილა რაჲ იესუ ნათანაელ, მიმავალი მისა, და თქუა მისთჳს: აჰა ჭეშმარიტი ისრაჱლიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს“ (1,46-47).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსმე ყოფად?“ ამისთჳს აქებს მას. და არა უფროჲსად ბრალობაჲ ჯერ-იყოა? არამედ არა, რამეთუ ნათანაელ არა თუ უკეთურებით და ურწმუნოებით თქუა სიტყუაჲ იგი, არამედ ვინაჲთგან შჯულისმეცნიერი იყო და აღმოეკითხა წერილთა შინა, ვითარმედ: „ბეთლემს შობად არს ქრისტე“, და ესმა, ვითარმედ: „ნაზარეთით“, ამისთჳს დაუკჳრდა. არამედ იხილე მისი სიკეთე, რამეთუ არა ჰრქუა ფილიპეს, ვითარმედ: მაცთუნებ და შენ ცთომასა შინა ხარ, არამედ აღდგა და შეუდგა, რაჲთამცა ისწავა ჭეშმარიტი; და რომელ-იგი არა შეიწყნარა ნაზარეთით მოსლვაჲ მისი, ამით წინაჲსწარმეტყუელთა სიტყუასა ზედა მტკიცეობაჲ გამოაჩინა, და რომელ მოვიდა ფილიპეს თანა, ამით კეთილად სურვილი თჳსი გამოაცხადა, რომელ აქუნდა ქრისტეს მოსლვისათჳს, რამეთუ გულისხმა-ყო, ვითარმედ ნუუკუედა ბეთლემს შობილი არს, და ფილიპე არა იცის. ხოლო იხილე, ვითარ სიტყუაჲცა მისი სიბრძნით არს, რამეთუ არა თქუა, ვითარმედ: შეუძლებელ არს, თუმცა ნაზარეთით კეთილი რაჲმე იქმნა, არამედ კითხვისსახედ და სიმშჳდით ჰრქუა, ვითარმედ:...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის