მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 1:48

47. მისკენ მომავალი ნათანაელი რომ დაინახა, იესომ თქვა: აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიტი, ვისთვისაც უცხოა ზაკვა.48. უთხრა მას ნათანაელმა: საიდან მიცნობ მე? მიუგო იესომ და უთხრა: სანამ ფილიპე გიხმობდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე.49. ნათანაელმა მიუგო: რაბი, შენა ხარ ძე ღმრთისა, ისრაელის მეფე.
იოანეს სახარება თავი 1
48. უთხრა მას ნათანაელმა: საიდან მიცნობ მე? მიუგო იესომ და უთხრა: სანამ ფილიპე გიხმობდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველ ფილიპეს ჴმობადმდე შენდა, იყავ რაჲ ლე-ღუსა ქუეშე, გიხილე შენ“ (1,48).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე კაცი მტკიცე და დაწყნარებული. და არა აღზუავნა ქებისა მისგან, არამედ იწყო კითხვად, რაჲთამცა ცნა, თუ ვინაჲ იცნობს მას. და ჰკითხვიდა იგი, ვითარცა კაცსა, ხოლო იესუ მიუგო მას, ვითარცა ღმერთმან, ვითარმედ: „პირველ ფილიპეს ჴმობადმდე გიხილე შენ ლეღუსა ქუეშე“. რამეთუ არავინ იყო მათ თანა, იტყოდეს რაჲ ფილიპე და ნათანაელ, და უფალმან ჰრქუა მას ადგილიცა და ხჱ და ძალი ფილიპეს სიტყუათაჲ, რაჲთა ესრეთ გულისხმა-ყოს, ვითარმედ ჭეშმარიტი ღმერთი არს, რომლისათჳსცა გულისხმა-ყო, ვითარმედ იგი არს უეჭუელად ქრისტე წინაჲსწარმეტყუელებისა მისთჳს, დაფარულთა ცნობისა მისისათჳს; განიხარა და აღიარა და თქუა: „რაბი, შენ ხარ ძჱ ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ“ (1,49). იხილეა სული მოხარული საქმესა ზედა? შენ ხარო, რომელსა გეძიებდი მარადის! იხილეა ჭეშმარიტებაჲ მისი და სიყუარული ღმრთისაჲ?

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის