თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო უკუეთუმცა არა ამის იჭჳსა განსაქარვებელად იტყოდა ამას სიტყუასა, რად საჴმარ იყო ამას ადგილსა ამისი თქუმაჲ? რამეთუ ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „მოივლინა, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს“, რაჲსათჳსღა იტყჳს, ვითარმედ: „არა თჳთ იგი იყო ნათელი“? გარნა არა ამაოდ თქუა სიტყუაჲ ესე, არამედ ვინაჲთგან ჩუენ მიერ უდიდჱსად შერაცხილ არს, რომელი წამებდეს, ვიდრე რომელსა ეწამებოდის, და უსარწმუნოჱს, რაჲთა არავინ იოვანესთჳსცა ესევე მოიგონოს, ამისთჳს პირველითგან განაკრძალებს და აღჰჴოცს ბოროტსა ამას იჭუსა და ძირითურთ აღმოჰფხურის მას და გამოაჩინებს, თუ ვინ არს მოწამჱ იგი, ანუ ვინ არს წამებული იგი, და თუ რაბამი განყოფილებაჲ არს შორის მოწამისა მის და წამებულისა, და ვითარ უზეშთაეს არს წამებული იგი მოწამისა მის. და ვინაჲთგან ესე ქმნა და გამოაჩინა მისი იგი შეუმსგავსებელი უზეშთაესობაჲ, მიერითგან უშიშად იწყებს სიტყუად, და ყოველივე საეჭჳ სიტყუაჲ უგუნურთათჳს აღმოჰფხურა და ესრეთ იწყო დაუყენებელად სიტყუასა მას სწავლისასა.
იოანეს სახარება 1:8
7. ის მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლისათვის და, ამრიგად, ყველას ერწმუნა მისგან.8. არ იყო ის ნათელი, არამედ რათა ემოწმებინა ნათლისათვის.9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად.
იოანეს სახარება თავი 1