📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იყო კაცი მოვლინებული ღმრთისა მიერ, რომლისა სახელი იოვანე“ (1,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: თქუა დაწყებასა სიტყჳსასა სიტყჳსათჳს ღმრთისა მოკლედ და ძლიერად და აწ შემდგომითი შემდგომად მოვიდა ქადაგსაცა თანა სიტყჳსასა, თანამოსახელესა თჳსსა იოვანეს. ხოლო შენ გესმეს რაჲ, ვითარმედ ღმრთისა მიერ მოივლინა, ნუსადა კაცობრივსა გულისხმაჰყოფ მის მიერ თქუმულთაგანსა, რამეთუ არარას იტყჳს თჳსსა, არამედ ყოველსავე მომავლინებელისასა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს“ (1,7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუუკუე თქუასცა ვინმე, ვითარმედ: რაჲ არს ესე? მონაჲ მეუფესა ეწამებოდაა? გარნა რაჟამს არა ოდენ წამებული მონისა მიერ, არამედ მოსრულიცა მონისა მის მიმართ და მის მიერ ნათელღებული მსგავსად სხუათა კაცთასა იხილო, არა უფროჲსად დაგიკჳრდესა? გარნა ნუ შეშფოთნები ამას ზედა, არამედ უფროჲსად გიკჳრდინ მიუწდომელი იგი სახიერებაჲ მისი. უკუეთუ კულა ვინ შეშფოთნებოდის ამას ზედა, ჰრქუას მასცა, ვითარცა იოვანეს, ვითარმედ: „აცადე აწ, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ჩუენდა აღსრულებად ყოველივე სიმართლჱ“.1 უკუეთუ კულა უმეტჱსად ვინ შეშფოთნეს, ჰრქუას მასცა, ვითარცა ჰურიათა, ვი-თარმედ: „არა თუ წამებასა კაცთაგან მოვიღებ“.2 რამეთუ არა თუ მას ეჴმარებოდა წამებაჲ იოვანჱსი და ამისთჳს მოივლინა იგი ღმრთისა მიერ, რამეთუ ესე ბოროტი გმობაჲ არს. და უკუეთუ ვინ იტყოდის: და ვითარ იტყჳს მახარებელი: „რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მის მიერო“?3 და თავადი იტყჳს უფალი, ვითარმედ: „არს სხუაჲ, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“,4 და იოვანეს მოასწავებდა. გარნა გულისხმა-ყავთ სიტყუაჲ ესე, რამეთუ უფალი ოდესმე იტყოდა, ვითარმედ: „წამებასა კაცთა მიერ არა მოვიღებ“, და კუალად ოდესმე იტყოდა, ვითარმედ: „სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს“. და რაჲთა არა თქუან უგულისხმოთა, ვითარმედ თჳსთა სიტყუათა წინააღუდგების, ამისთჳს მეყსეულად განკურნა იჭჳ იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „ამას ვიტყჳ თქუენთჳს, რაჲთა თქუენ სცხოვნდეთ“,5 ვითარმცა იტყოდა, ვი-თარმედ: ვინაჲთგან ღმერთი ვარ და ძჱ ღმრთისაჲ და უხრწნელისა მის ბუნებისა თანაარსი, არავისგან მეჴმარების წამებაჲ. დაღაცათუ არავინ წამებდეს ჩემთჳს, არავე დამაკლდების არსებასა ჩემსა. ხოლო ვინაჲთგან ცხორებასა მრავალთასა ვეძიებ, ამისთჳს ამას სიმდაბლესა მოვედ,
1 მათ. 3,15. 2 იოან. 5,34. 3 იოან. 1,7. 4 იოან. 5,32. 5 იოან. 5,34.
ვიდრეღა კაცთა მივეც ჩემთჳს წამებაჲ. რამეთუ უძლურებისა მისთჳს ჰურიათაჲსა და უბადრუკებისა მათისა იქმნა ესე ყოველი, რაჲთა ადვილად ჰრწმენეს, არამედ მათ ეგრეთცა არავე ჰრწმენა; რამეთუ ვი-თარცა ჴორცნი შეიმოსნა, რაჲთა არა ღმრთეებისა მისისა ძალისაგან მოსწყდენ ყოველნი, ეგრეთვე კაციცა მოავლინა მოწამედ მისა, რაჲთა თჳსსა მას ჴმასა მათსა უადვილჱსად ისმენდენ კაცნი იგი. უკუეთუ არა, მას რად ეჴმარებოდა მისი წამებაჲ? რამეთუ კმა იყო, რაჲთამცა გამოე-ჩინა ღმრთეებისა თჳსისა ძალი, და ყოველნიმცა შეძრწუნებულ იყვნეს. არამედ ესე არა ქმნა, ვითარცა ვთქუ, რაჲთამცა არა ყოველნი წარეწყმიდნეს, რომელთა ვერ ეძლო მიხედვად მისსა მას თუალთშეუდგამსა ნათელსა. და ამისთჳს ჴორცნიცა შეიმოსნა და ერთსა მონათა მისთაგანსა არწმუნა წამებაჲ მისთჳს, რამეთუ ყოვლითურთ კაცთა ცხორებასა ეძიებდა და არა თჳსსა პატივსა ჰხედვიდა, არამედ თუ რომლითა სახითა იქმნას იგი უმეტჱსად შეწყნარებულ კაცთა მიერ და არგოს მათ, ვითარცა თავადიცა იტყოდა, ვითარმედ: „ამას ვიტყჳ თქუენთჳს, რაჲ-თა თქუენ სცხოვნდეთ“. და მახარებელმან რაჟამს თქუა, ვითარმედ: „მოვიდა, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს“, მეყსეულად შესძინა და თქუა: „რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მის მიერ“ (1,7). ვითარმცა იტყოდა, ვი-თარმედ: ნუ ჰგონებთ, თუ ამისთჳს მოვიდა იოვანე, რაჲთამცა მეუფესა რაჲმე შეჰმატა, არამედ რაჲთა კაცთა უმეტჱსად ჰრწმენეს, ვინაჲთგან ღმრთეებისა მისისა ხილვად ვერ ძალ-ედვა. და ამისთჳსცა ამის იჭჳსა განქარვებად შესძინა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა თჳთ იგი იყო ნათელი“ (1,8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო უკუეთუმცა არა ამის იჭჳსა განსაქარვებელად იტყოდა ამას სიტყუასა, რად საჴმარ იყო ამას ადგილსა ამისი თქუმაჲ? რამეთუ ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „მოივლინა, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს“, რაჲსათჳსღა იტყჳს, ვითარმედ: „არა თჳთ იგი იყო ნათელი“? გარნა არა ამაოდ თქუა სიტყუაჲ ესე, არამედ ვინაჲთგან ჩუენ მიერ უდიდჱსად შერაცხილ არს, რომელი წამებდეს, ვიდრე რომელსა ეწამებოდის, და უსარწმუნოჱს, რაჲთა არავინ იოვანესთჳსცა ესევე მოიგონოს, ამისთჳს პირველითგან განაკრძალებს და აღჰჴოცს ბოროტსა ამას იჭუსა და ძირითურთ აღმოჰფხურის მას და გამოაჩინებს, თუ ვინ არს მოწამჱ იგი, ანუ ვინ არს წამებული იგი, და თუ რაბამი განყოფილებაჲ არს შორის მოწამისა მის და წამებულისა, და ვითარ უზეშთაეს არს წამებული იგი მოწამისა მის. და ვინაჲთგან ესე ქმნა და გამოაჩინა მისი იგი შეუმსგავსებელი უზეშთაესობაჲ, მიერითგან უშიშად იწყებს სიტყუად, და ყოველივე საეჭჳ სიტყუაჲ უგუნურთათჳს აღმოჰფხურა და ესრეთ იწყო დაუყენებელად სიტყუასა მას სწავლისასა.
სწავლაჲ ვ ვითარმედ არა სარგებელ არს მართლმადიდებლობაჲ, უკუეთუ საქმენი ბოროტნი გუაქუნდენ
ვილოცოთ უკუე ღმრთისა მიმართ, რაჲთა გულისხმის-ყოფასა თანა საღმრთოთა სიტყუათასა და სარწმუნოებასა თანა მართალსა საქმენიცა კეთილნი გუაქუნდენ და მოქალაქობაჲ წმიდაჲ და ბრწყინვალჱ, რამეთუ უკუეთუ საქმენი კეთილნი არა გუაქუნდენ, ამათგან სარგებელი არარაჲ არს;1 დაღაცათუ სარწმუნოებაჲ გუაქუნდეს და ყოველთავე წერილთა გულისხმის-ყოფაჲ, და საქმეთაგან კეთილთა ოჴერ ვიყვნეთ, არარაჲ არს დამაყენებელ მისლვად ჩუენდა ცეცხლსა მას გეჰენიისასა, დაუშრეტელსა საჴუმილსა შინა გუემაჲ. და ვითარცა მოქმედნი კეთილისანი აღდგებიან აღდგომასა ცხორებისასა, ეგრეთვე მოქმედნი ბოროტისანი - აღდგომასა საშჯელისასა სატანჯველად დაუსრულებელად.
ამის ყოვლისათჳს უკუე ვისწრაფოთ, რაჲთა არა წარვწყმიდოთ და ცუდ-ვყოთ სარგებელი იგი, რომელი სარწმუნოებითა მართლითა მოგუეგოს, და არა საქმეთა მიერ ბოროტთა, არამედ რაჲთა საქმეთა მიერ კეთილთა ღირს ვიქმნნეთ ქრისტჱს ხილვასა, რამეთუ არარაჲ არს მსგავსი ამის ნეტარებისაჲ. ღირსმცა ვართ უკუე ყოველნი მიმთხუევად კეთილთა საქმეთა, რაჲთა ყოველსავე დიდებად ღმრთისა ვიქმოდით, რომლისაჲ არს დიდებაჲ მხოლოდშობილით ძით და ყოვლადწმიდით სულით აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 შდრ. იაკობ 2,20,26.