1.პირველი წიგნით გადმოვეცი ყოველივე ის, თეოფილე, რითაც დაიწყო იესომ თავისი საქმე და სწავლა.2.ამ დღემდე, როცა ამაღლდა ზეცად, მას შემდეგ, რაც სულით წმიდით მისცა მცნებანი მოციქულებს, რომლებიც ამოირჩია,3.და რომლებსაც, მრავალი სარწმუნო ნიშნით, ცოცხლად წარუდგა თავისი ვნების შემდეგ; ორმოცი დღე ეჩვენებოდა და ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა მათ.4.შეკრიბა ისინი და უბრძანა: ნუ გაშორდებით იერუსალიმს, არამედ ელოდეთ აღთქმას მამისას, რომელიც ისმინეთ ჩემგან.5.ვინაიდან იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, სულით წმიდით მოინათლებით.6.შეკრებილნი კი ეკითხებოდნენ: უფალო, ნუთუ ამ ხანებში აღუდგენ სამეფოს ისრაელს?7.და უთხრა მათ: თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ.8.არამედ მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, ქვეყნის კიდემდე.9.ეს რომ თქვა, მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა აიტაცა მათ თვალთაგან.10.და ვიდრე ისინი ცას შეჰყურებდნენ, მისი ამაღლებისას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით,11.რომლებმაც უთხრეს მათ: კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, თქვენგან რომ ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგი.12.მაშინ ისინი დაბრუნდნენ იერუსალიმში, მის მახლობლად, შაბათის სავალ მანძილზე მდებარე მთიდან, რომელსაც ჰქვია ზეთისხილისა.13.შინ შესვლისთანავე ავიდნენ ზედა თვალში, სადაც იყვნენ პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზელოტე და იუდა იაკობისა,14.გამუდმებით რომ ლოცულობდნენ ერთსულოვნად, ქალებთან და მარიამთან, იესოს დედასა და მის ძმებთან ერთად.15.იმ დღეებში დადგა პეტრე შეკრებილ ძმებს შორის (იქნებოდა სულ ასოცამდე კაცი) და თქვა:
16.კაცნო, ძმანო! უნდა აღსრულებულიყო წერილი, რაც დავითის პირით იწინასწარმეტყველა სულმა წმიდამ იუდაზე, წინ რომ წაუძღვა იესოს შემპყრობთ.17.ვინაიდან ჩვენს შორის იყო შერაცხილი და ხვდა წილი ამ მსახურებისა.18.მაგრამ მან უსამართლობის სასყიდლით იყიდა მიწა, დაცემული შუაზე გასკდა და გადმოცვივდა მთელი მისი შიგანი.19.ეს ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის, ასე რომ, ამ მიწას მათ საკუთარ ენაზე ეწოდება აკელდამა, ანუ სისხლის მიწა.20.ხოლო ფსალმუნთა წიგნში წერია: „დე, დარჩეს ოხრად მისი სახლ-კარი, არ იყოს მასში საცხოვრებელი“; და „სხვამ მიიღოს პატივი მისი“.21.ამიტომაც საჭიროა, რომ ერთი იმ კაცთაგანი, რომელნიც მუდამ თან გვახლდნენ მთელი იმ ხნის მანძილზე, როცა ჩვენს შორის დადიოდა უფალი იესო,22.იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული იმ დღემდე, როცა ამაღლდა ჩვენგან, - შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად იყოს მისი აღდგომის მოწმე.23.და დააყენეს ორნი: იოსები, ბარაბად წოდებული, რომელსაც იუსტუსი შეარქვეს, და მატთია.24.ილოცეს და თქვეს: უფალო, ყველას გულთამხილავო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც ამოირჩიე.25.რომ მიიღოს ადგილი ამ მსახურებისა, რასაც გამოაკლდა იუდა, რათა მისულიყო თავის ადგილას.26.და უყარეს მათ წილი; შეხვდა წილი მატთიას და შეირაცხა თერთმეტ მოციქულს შორის.
და მათ დღეთა შინა აღდგა პეტრე შორის მოწაფეთა და თქუა (1.15).
თარგმანი: რაჟამს-იგი ლოცვასა განკრძალულ იყვნეს, მათ დღეთა შინა აღდგა პეტრე, ვითარცა თავი მოციქულთაჲ. რომლისადა რწმუნებულ იყო ქრისტეს მიერ მწყსაჲ ცხოვართაჲ და წინამძღურობაჲ მოციქულთა მწყობრისაჲ; არამედ არარასვე ოქმოდა თჳნიერ ზოგადისა ყოველთა განზრახვისა. ხოლო იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ, დაღაცათუ საყდრის მპყრობელი იყო იერუსალემისაჲ, არამედ არავე თჳთ იწყებს სიტყუად, რამეთუ მშჳდცა იყო და არა ფრიად გამომეძიებელ საქმეთა. ამისთჳს მას მიუშუეს...
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან უფალიცა აღადგინა და ჩუენცა აღმადგინნეს ძალითა თჳსითა (6,14).:
...ებითი, ვითარმედ: "დაჰჴსენით ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვადგინო ესე" () და "ჴელ-მეწიფების დადებად სულისა ჩემისაჲ, და მერმე კუალად მოღებად მისსა" (). და საქმესა შინა მოციქულთასა იტყჳს, ვითარმედ: "წარუდგინა თავი თჳსი ცხოველი" (). არამედ მოციქული ღმრთეებით ქმნილსა ყოველსა — ერთად და ზოგადად შეჰრაცხს მამისა და ძისად, რამეთუ, რასა-იგი მამაჲ იქმს, მას მე ეგრეთვე იქმს. ამისთჳს ერთ არს მოქმედებაჲ მათი. და ვითარცა-იგი მამაჲ, ეგრეთვე ძე ღმრთეებისა ბუნებითა თჳთ აღადგინებს კაცობრივსა მას გუამსა თჳსსა, რომელი-იგი, ვინაჲთგან თავ მისდა თქუა მამაჲ, და ჩუენ — ასო მისსა, ცხად არს, ვითარმედ თავი რაჲ] აღდგეს, მის თანა აღდგომად არს ყოველი გუამი. გარნა, ვინაჲთაგან ქრისტეს აღდგომაჲ ქმნილ იყო და არღარა საეჭუელ იყო, ხოლო ჩუენი არღა ქმნილად ჯერეთ საეჭუელ არს, ამისთჳს მოციქულმან მისსა აღდგომასა არღარაჲ სიტყუაჲ დაჰრთო, ვითარცა უეჭუელსა; ხოლო ჩუენსა რაჲ აღდგომასა თანა მოვიდა, და დაჰრთავს, ვითარმედ: "ძალითა მისითა", რაჲთა, რაჟამს იკითხვიდე, თუ ვითარ აღვდგებით, წინა-გიყოს წარმართებაჲ აღჴსნისაჲ, ვითარმედ: ძალითა მისითა.
თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა მოიწიოსო ჟამი, რაჟამს ყოველივე განცხადებულად გულისხმა-ჰყოთ. რამეთუ იტყჳს ჟამსაცა აღდგომისასა, ვითარმედ: „მაშინ განცხადებულად მამისა ჩემისათჳს გითხრა თქუენ“ (16,25), რამეთუ ორმეოცი დღჱ დაყო, მათ თანა რაჲ იქცეოდა შემდგომად აღდგომისა და „ეტყოდა სასუფეველისათჳს ღმრთისა“. და აწ შიშსა შინა ხართო და ვერ კეთილად ისმენთ სიტყუათა მათ, ხოლო მაშინ, მიხილოთ რაჲ აღდგომილი და თქუენ თანა მყოფი, შეუძლოთ კადნიერებით სმენად ყოვლისავე.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მას დღესა შინა სახელითა ჩემითა ითხოვოთ, და არა გეტყჳ თქუენ, თუ: ვევედრო და ვჰკითხო მამასა ჩემსა. რამეთუ თჳთ მამასა ჩემსა უყუართ თქუენ“ (16,26-27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ კმა არს სიყუარული ჩემი, რომელი გაქუნდეს შემწედ თქუენდა ყოვლისავე საქმისა მიმართ, რამეთუ მამამანცა ამის-თჳს შეგიყუარნეს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ თქუენცა შემიყუარეთ მე და გრწამს, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოვედ სოფლად და კუალად დაუტეობ სოფელსა და მივალ მამისა“ (16,27-28).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან სიტყუაჲ იგი აღდგომისაჲ არამცირედ ნუგეშინის-სცემდა მათ, და კუალად იგი, რამეთუ: „ღმრთისაგან გამოვედ და მუნვე მივალ“, ამისთჳს ზედაჲსზედა აქცევს სიტყუათა ამათ, ერთად, რაჲთა დაუმტკ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, არცა ძემან, გარნა მამამან“ (24,36).:
...თანაწარჰჴდა გამოძიებასა მათსა.
და რაჲთა სცნათ, ვითარმედ ამისთჳს თქუა ესე სიტყუაჲ, იხილეთ შემდგომად აღდგომისა, ოდეს-იგი კუალად იწყეს კითხვად, ვითარმედ: „უფალო, უკუეთუ ამათ ჟამთა მოაგოა სასუფეველი ისრაჱლსა? ხოლო მან ჰრქუა მათ: არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელი-იგი მამამან დადვა თჳსითა ჴელმწიფებითა“. ამისთჳს აჴსენა მამაჲ, რაჲთა არა თქუან, თუ: შეურაცხ ვართ წინაშე უფლისა; არცა თუ ესე სათნოიჩინა უწყებად, რამეთუ ჯერეთ სრულსა მას საზომსა არა მიწევნულ იყვნეს; ხოლო უფალსა არა ენება შეწუხებაჲ მათი, ამისთჳს მამასა მისცა მეცნიერებაჲ იგი და საშინელ-ყო ძიებაჲ იგი. ესე არს ერთი მიზეზი სიტყჳსაჲ მის.
მეორედ ესეცა ჯერ-არს ცნობად მორწმუნეთა მიერ, ვითარმედ მრავალსა იტყჳს უფალი კაცობრივისა ბუნებისაგან, ვითარცა ოდესმე ჰრქუა სამარიტელსა მას: „მასუ მე წყალი“, - რომელ-ესე სიტყუაჲ არს ჴორციელისა საჴმრისა აღმასრულებელი, და რომელი-იგი ითხოვდა, არა კაცი იყო ლიტონი, არამედ ღმერთი შეერთებული კაცებასა. და კუალად, რომელ-იგი შეემშია, დაშურა და ცრემლოდა; და ოდესმე იტყოდა: „მამაჲ უზეშთაეს ჩემსა არს“; და კუალად იტყოდა: „არა ჴელ-მეწიფების საქმედ თავით თჳსით არარაჲ“;...