მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 10:3

2. ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია.3. მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი.4. ხოლო როცა გამოიყვანს, წინ მიუძღვის თავის ცხვრებს, და ისინიც მისდევენ, ვინაიდან იცნობენ მის ხმას.
იოანეს სახარება თავი 10
3. მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ. და ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან, და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი და წინაშე მათსა ვიდოდის“ (10,2-4).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ დამაყენებელ არს, რაჲთა „მეკარედ“ გულისხმა-ვყოთ აქა მოსე, რამეთუ მისდა რწმუნებულ იყვნეს აქა სიტყუანი ღმრთისანი. „და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინონ“. რამეთუ ვინაჲთგან იგინი „მაცთურით“ ჰხადოდეს მას, ენება თავადსა, რაჲთამცა უჩუენა მათ, ვითარმედ არა ჯერ-არს მათისა ურწმუნოებისათჳს მისა „მაცთურით“ ხდაჲ. რამეთუ იგინი თჳთ არა უსმენდეს მას, არცა შეუდგეს, ვითარცა ცხოვარნი, არამედ განდგომილ იქმნნეს მისგან. რამეთუ ვინაჲთგან მწყემსისა მის საქმჱ ესე არს, რაჲთა კარით შევიდეს, და იგი კარით შევიდა, რომელიცა მას ურჩ ექმნა და არა შეუდგა, არა სამე ცხოვარი იყო. რამეთუ რომელნიცა ცხოვარნი იყვნეს, შეუდგეს მას, და რომელნიცა არა შეუდგეს, მათ არა თუ მისსა მწყემსობასა ავნეს, არამედ თავნი თჳსნი ცხოვართაგან უცხო-ყვნეს თჳსითა უკეთურებითა. ხოლო ქუემორე კუალად უკუეთუ გესმეს, რომელ თავსა თჳსსა „კარად“ სახელ-სდებდეს, ნუ გიკჳრს, რამეთუ იგი „კარადცა“ სახელ-სდებს თავსა თჳსსა და „მწყემსადცა“ და „ცხოვრად“ და თჳთოსახედ ქადაგებს თჳსსა განგებულებასა, რამეთუ რაჟამს მამისა მიმიყვანებდეს ჩუენ, „კარად“ უწესს თავსა თჳსსა და „გზად ცხორებისად“, ხოლო ოდეს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის