1.იკონიაში ერთად შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და ისე ილაპარაკეს, რომ უამრავმა იუდეველმა და ელინმა ირწმუნა.2.მაგრამ ურჩმა იუდეველებმა ააბორგეს და ძმების წინააღმდეგ წააქეზეს წარმართთა სული.3.თუმცა ისინი კარგა ხანს დარჩნენ იქ და თამამად ლაპარაკობდნენ უფალზე, რომელიც, თავისი მადლის სიტყვა რომ ემოწმებინა, მათი ხელით ახდენდა სასწაულებსა და ნიშებს.4.მაშინ მოქალაქენი ორად გაიყვნენ: ზოგი იუდეველებს უჭერდა მხარს, ზოგი კი - მოციქულებს.5.მაგრამ როცა წარმართები და იუდეველნი თავიანთ მთავრებთან ერთად აღიძრნენ, რათა შეურაცხეყოთ და ჩაექოლათ ისინი,6.გაიგეს, რასაც აპირებდნენ და ლიკაონიის ქალაქებს - ლისტრას, დერბესა და მათ შემოგარენს მიაშურეს,7.და ახარებდნენ იქ.8.ლისტრაში იჯდა ერთი კაცი, ორივე ფეხწართმეული, და დედის საშოდანვე ხეიბრად შობილს თავის დღეში არ გაევლო.9.ეს კაცი ყურს უგდებდა პავლეს, რომელმაც შეხედა მას და მიხვდა, რომ რწმენა და განკურნების იმედი ჰქონდა.10.ამიტომაც ხმამაღლა უთხრა: ფეხზე დადექი და გაიმართე! ისიც წამოხტა და სიარული დაიწყო.11.როდესაც ხალხმა დაინახა, რა მოიმოქმედა პავლემ, ხმა აიმაღლა და ლიკაონურად თქვა: ღმერთებს კაცის სახე მიუღიათ და ჩვენთან ჩამოსულანო.12.ამიტომ ბარნაბას ზევსს უწოდებდნენ, პავლეს კი - ჰერმესს, ვინაიდან ის იყო თავკაცი სიტყვისა.13.ხოლო ზევსის ქურუმმა, ვისი ტაძარიც ქალაქის წინ იდგა, ბჭესთან მორეკა ხარები და მოიტანა გვირგვინები, რადგანაც სურდა ხალხთან ერთად შეეწირა მსხვერპლი.14.მაგრამ მოციქულებმა ბარნაბამ და პავლემ, ეს რომ გაიგეს, ტანსაცმელი შემოიხიეს, ხალხს მივარდნენ და შეჰყვირეს:15.რას სჩადით, ხალხო? ჩვენც თქვენნაირი კაცნი ვართ და გახარებთ, რათა ამ ცრუ ღვთაებებიდან ცოცხალი ღმერთის მიმართ მიიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, მიწა, ზღვა და ყოველივე ის, რაც მათშია,16.და რომელმაც გარდასულ თაობებში ნება უბოძა ყველა ხალხს, თავიანთი გზით ევლოთ.17.თუმცა სიკეთის მოქმედს მოწმობის გარეშე არასოდეს დაუტოვებია თავისი თავი, ზეციდან წვიმას გიგზავნიდათ, ნაყოფიერ დრო-ჟამს გიძღვნიდათ, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს.18.ამ სიტყვებით, როგორც იქნა, დააოკეს ხალხი, რომ აღარ შეეწირათ მსხვერპლი.19.მაშინ ანტიოქიიდან და იკონიიდან ჩამოსულმა იუდეველებმა გადაიბირეს ხალხი, ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს, რადგანაც მკვდარი ეგონათ.20.მაგრამ, როცა მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, ადგა და ქალაქში შევიდა. მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად გაემართა დერბეს,21.სადაც იქადაგეს სახარება, მრავალი დაიმოწაფეს და ლისტრაში, იკონიასა და ანტიოქიაში დაბრუნდნენ.22.ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო.23.ხელდასხმით უკურთხეს მათ თვითეული ეკლესიის ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს.24.შემდეგ პისიდია გადაიარეს და პამფილიაში ჩავიდნენ.25.პერგეში იქადაგეს სიტყვა და ატალიას მიადგნენ.26.იქიდან გასცურეს ანტიოქიისკენ, სადაც ღვთის მადლს იქნენ მინდობილი იმ საქმისათვის, რომელიც აღასრულეს.27.ანტიოქიაში ჩასულებმა შეკრიბეს ეკლესია და აუწყეს, რა წყალობა მოიღო მათზე ღმერთმა და როგორ გაუხსნა წარმართებს რწმენის კარი.28.კარგა ხანს დარჩნენ იქ მოწაფეებთან ერთად.
იყო იკონიას შინა მსგავსად წესისა შესლვასა მათსა შესაკრებელსა ჰურიათასა და სიტყუად ესრეთ, ვიდრე რწმუნებადმდე ჰურიათა და წარმართთსა მრავალსა სიმრავლესა. ხოლო რომელნი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, აღაზრზინნეს და განაბოროტნეს სულნი წარმართთანი ძმათა ზედა (14,1-2).
თარგმანი: კუალად აქაცა ჩუეულებისაებრ ჰურიათავე შესაკრებელად შევლენ მოციქულნი, რაჲთა არა დააბრკოლნენ იგინი წარმართთა მიმართ მისლვითა, არამედ მუნცა ესევითარითა სიტყჳთა მოძღურებენ, რომელი კმა-ეყო ზოგად მომაქცეველად ჰურიათა და წარმართთა, ხოლო...
და კაცი ვინმე იყო ლუსტრას შინა უძლური ორითავე ფერჴთა და ჯდა მკელობელი დედის მუცლით მისითგან, რომელსა არასადა ევლო. ამას ესმნეს სიტყუანი პავლესნი, იტყოდა რაჲ. ვითარ მიჰხედა მას პავლე და იხილა, რამეთუ აქუნდა სარწმუნოებაჲ საცხორებელად მისსა, ჰრქუა მას დიდითა ჴმითა: შენ გეტყჳ სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა: აღდეგ ფერჴთა შენთა ზედა მართლ! და ახლდა და იწყო სლვად (14,8-10).
თარგმანი: მკელობელი ესე ლუსტრას მყოფი, დაღაცათუ არა ფერჴითაცა, არამედ გონებითა მრთელ იყო. ამისთჳს ფრთხილად და სარწმუნოებით...
...რადგან ვიცით ჩვენზე მზრუნველი უფლის კეთილი განგება, რომელიც არა იმიტომ გვიშვებს ჭირთა განცდას, რომ მიგვატოვებს, არამედ იმიტომ, რომ მოღვაწეობისთვის ბრწყინვალე გვირგვინით შეგვამკოს. ასე მიაღწია დიდებას ყველა წმინდანმა. ამიტომ მოციქულებიც ამბობდნენ: „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა" (). და თავად ქრისტემ უთხრა მოწაფეებს: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს" (). ნუ ვიწუხებთ ზედმეტად ჭირთა გამო, არამედ მოვისმინოთ პავლე, რომელიც ამბობს, რომ „ყოველთავე რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხორებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ, იდევნენ" (). ნუ შევშფოთდებით სულითა და ნუ სასოწარკვეთდებით, არამედ სიმტკიცითა და მოთმინებით ვიტანოთ ყველა უბედურება, ყურადღებას არა ჭირზე, არამედ აქედან მომდინარე სარგებელზე ვამახვილებდეთ, რადგან აქ სულიერი შემოსავალია. როგორც ისინი, ვინც სიმდიდრის დაგროვებას ისურვებს, საერო სარგებლით დაკავებულნი, სხვანაირად ვერ გაამრავლებენ თავიანთ ქონებას, თუ არა მრავალი საფრთხის განცდით ხმელეთზე და ზღვაზე (აუცილებლად ექვემდებარებიან ქურდებისა და ავაზაკების მზაკვრობებსა და თავდასხმებს) და მაინც სიამოვნებით ემზადებიან ყოველივეს ა...
...ვას ყოველთვის თან უნდა ახლდეს ლოცვა. და, რომ ეს ასეა, ისმინე, როგორ ამბობს ქრისტე: „ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (). და მოციქულთა შესახებაც ნათქვამია: „და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა" (). და კიდევ ამბობს მოციქული: „ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ... ლოცვად და მარხვად" (). ხედავ, როგორ სჭირდება მარხვას ლოცვის თანამოქმედება? და ლოცვებიც ყურადღებით განსაკუთრებით მარხვის დროს აღესრულება, რადგან მაშინ სული მსუბუქია, არაფერი ამძიმებს მას და არ ჩაგრავს სიამოვნებათა დამღუპველი ტვირთით. ლოცვა — დიდი იარაღია, დიდი დაცვა, დიდი საუნჯე, დიდი ნავსადგური, უსაფრთხო თავშესაფარი: ოღონდ ფხიზელი სულითა და შეკრებილი ზრახვებით მივუდგეთ უფალს, ჩვენი ცხონების მტრისთვის არანაირი მისადგომი არ მივცეთ. რადგან მან იცის, რომ ამ დროს, ჩვენთვის საჭირო (საცხონებელ) საგნებზე საუბრით, თავიანთი ცოდვების აღიარებითა და ჭრილობების ექიმისთვის ჩვენებით, ადამიანებს შეუძლიათ სრული განკურნება მიიღონ, ამიტომ განსაკუთრებით ამ დროს გვესხმის თავს და ყველაფერს აკეთებს, რომ დაგვამხოს და უზრუნველობაში ჩ...