მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 10:9

8. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა.9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ.
იოანეს სახარება თავი 10
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; და შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს“ (10,9).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ განსუენებასა შინა იყვნენ. ხოლო „საძოვრად“ უწესს ჴელმწიფებასა და უფლებასა, ესე იგი არს, ვითარმედ შინაგან დაადგრეს და ვერვინ განაძოს იგი, ვითარცა მოციქულთა ზედა იქმნა, რამეთუ უშიშად შევიდოდეს და განვიდოდეს, ვითარცა უფალნი ყოვლისა სოფლისანი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის