თ ა რ გ მ ა ნ ი: უმჴურვალეს იყო ესე უფროჲს დისა თჳსისა, რამეთუ არცა ერსა მას დაერიდა, არცა იჭუსა, რომელი აქუნდა მათ ქრისტესთჳს, რამეთუ რომელნიმე მტერთა მისთაგანნი იყვნეს უკეთურნი, რომელნიცა იტყოდეს, ვითარმედ: „არამცა ეძლოა ამას, რომელმან აღუხილნა თუალნი ბრმასა, ყოფად რაჲმე, რაჲთამცა ესეცა არა მოკუდა?“ არამედ მან ყოველივე კაცობრივი საქმჱ განიოტა და ერთსა ოდენ საქმესა ეძიებდა - პატივსა უფლისასა. და ჰრქუა მას: „უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი“ (11,32). ხოლო რაჲ არს, რომელ უფალმან მას არარაჲ ჰრქუა, ვითარ-იგი პირველ დასა მისსა? ამისთჳს, რამეთუ ერი ფრიად იყო მუნ, და არა ესევითართა სიტყუათა ჟამი იყო. არამედ იწყებს დამდაბლებად და კაცობრივისა ბუნებისა ჩუენებად, და დიდსა საქმესა არას უჩუენებდა, არამედ მუნ ენება მიყვანებად, რაჲ-თამცა მუნ უჩუენა ერთა მათ დიდი იგი სასწაული, რამეთუ არღა ფრიად ექმნა ესრეთ დიდი, რომლისაგან ფრიადი სარგებელი მიეცემოდა ერსა. ამისთჳსცა მრავალნი მიიყვანნა მუნ მოწამენი მის საქმისანი დამდაბლებითა თჳსითა, რამეთუ ამისთჳს იწყო ესრეთ კაცობრივთა...
იოანეს სახარება 11:32
31. როცა მის სახლში სანუგეშებლად მოსულმა იუდეველებმა დაინახეს, რომ მარიამი საჩქაროდ ადგა და გარეთ გავიდა, თვითონაც უკან მიჰყვნენ, ვინაიდან ეგონათ, საფლავზე მიდის ძმის სატირლადო.32. მარიამი კი იმ ადგილას მივიდა, სადაც იყო იესო; მისი დანახვისთანავე ფეხქვეშ ჩაუვარდა და უთხრა: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა.33. როცა იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი, და ტიროდნენ მასთან ერთად მოსული იუდეველებიც, შეიძრა სულით და შემკრთალმა თქვა:
იოანეს სახარება თავი 11