1.ავად იყო ვინმე ლაზარე, ბეთანიელი, მარიამისა და მისი დის - მართას სოფლელი.2.ხოლო მარიამი იყო სწორედ ის, ვინც ნელსაცხებელი სხცო უფალს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. მისი ძმა ლაზარე ავად იყო.3.დებმა კაცი გაუგზავნეს იესოს და შეუთვალეს: უფალო, აჰა, ვინც გიყვარს, ავად არის.4.ეს რომ გაიგო, იესომ თქვა: ეს სნეულება სასიკვდილო კი არ არის, არამედ რათა იდიდოს ღმერთის ძე მის მიერ.5.უყვარდა იესოს მართა, მისი და და ლაზარე.6.როდესაც გაიგო, ავად არისო, ორი დღე კიდევ დარჩა იმ ადგილას, სადაც იყო.7.ხოლო ამის შემდეგ თავის მოწაფეებს უთხრა: ავდგეთ და კვლავ წავიდეთ იუდეაში.8.მოწაფეებმა მიუგეს: რაბი, იუდეველები ახლახანს ჩაქოლვას გიპირებდნენ და კვლავ იქ მიდიხარ?9.იესომ უთხრა მათ: განა თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არაფერს წამოჰკრავს ფეხს, ვინაიდან ამ ქვეყნის ნათელსა ხედავს.10.ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, ვინაიდან ნათელი არ არის მასში.11.ესა თქვა და შემდეგ უთხრა მათ: ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, მიიძინა; მაგრამ მივალ და გავაღვიძებ მას.12.ხოლო მისმა მოწაფეებმა თქვეს: უფალო, თუ მიიძინა, მომჯობინდება.13.მაგრამ იესო მის სიკვდილს გულისხმობდა, მათ კი ეგონათ, რომ ძილით მიძინებაზე იტყოდა ამას.14.მაშინ იესომ გარკვევით უთხრა მათ: ლაზარე მოკვდა.15.და მიხარია თქვენს გამო, რომ იქ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ; მაგრამ მივიდეთ მასთან.16.ხოლო თომამ, ტყუპისცალად წოდებულმა, თანამოწაფეებს უთხრა: ჩვენც მივიდეთ, რათა მასთან ერთად მოვკვდეთ.17.როდესაც მივიდა იესო, ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღეა საფლავში იწვა.18.ხოლო ბეთანია იერუსალიმის ახლოს იყო, თხუთმეტიოდე უტევანის მანძილზე.19.ბევრი იუდეველი მისულიყო მართასა და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ძმაზე მგლოვიარენი.20.მართამ რომ გაიგო, იესო მოდისო, გამოეგება; მარიამი კი სახლში იჯდა.21.და უთხრა მართამ იესოს: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა.22.მაგრამ ახლაც ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს შენ ღმერთი.23.უთხრა მას იესომ: აღდგება შენი ძმა.24.მართამ მიუგო: ვიცი, რომ აღდგება უკანასკნელ დღეს აღდგომისას.25.უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.26.ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს?27.მიუგო: დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად.28.ეს რომ თქვა, წავიდა. თავის დას - მარიამს უხმო და საიდუმლოდ უთხრა: მოძღვარი მოდის და გიხმობსო.29.ხოლო ის, ამის გაგონებისთანავე, ადგა და მისკენ გასწია.30.რადგანაც იესო ჯერ კიდევ არ მისულიყო სოფელში, არამედ იმ ადგილას იყო, სადაც მიეგება მართა.31.როცა მის სახლში სანუგეშებლად მოსულმა იუდეველებმა დაინახეს, რომ მარიამი საჩქაროდ ადგა და გარეთ გავიდა, თვითონაც უკან მიჰყვნენ, ვინაიდან ეგონათ, საფლავზე მიდის ძმის სატირლადო.32.მარიამი კი იმ ადგილას მივიდა, სადაც იყო იესო; მისი დანახვისთანავე ფეხქვეშ ჩაუვარდა და უთხრა: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა.33.როცა იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი, და ტიროდნენ მასთან ერთად მოსული იუდეველებიც, შეიძრა სულით და შემკრთალმა თქვა:34.სად დაკრძალეთ? უთხრეს: უფალო, მოდი და ნახე.35.მაშინ აცრემლდა იესო.36.იუდეველები ამბობდნენ: უყურე, როგორ ჰყვარებია იგი.37.ზოგმა მათგანმა კი თქვა: ნუთუ არ შეეძლო ბრმის თვალის ამხელს რამე ეღონა, რომ ესეც არ მომკვდარიყო?38.ხოლო იესო, კვლავ სულით შეძრული, საფლავთან მივიდა; ეს იყო მღვიმე, რომლისთვისაც ლოდი მიედოთ.39.იესომ თქვა: მოაშორეთ ლოდი; ხოლო მართამ, მიცვალებულის დამ, უთხრა: უფალო, უკვე ყარს, ვინაიდან ოთხი დღის წინ დავასაფლავეთ.40.უთხრა მას იესომ: აკი გითხარი, თუ იწამებ, ღმრთის დიდებას იხილავ-მეთქი.41.და მოაშორეს ლოდი; ხოლო იესომ ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, გმადლობ, რომ მისმინე.42.მე კი ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ, მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე.43.ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა: ლაზარე, გამოდი გარეთ!44.და გამოვიდა მიცვალებული, სახვევით ხელ-ფეხ შეკრული და სახეშესუდრული. უთხრა მათ იესომ: გახსენით და გაუშვით, წავიდეს.45.მაშინ მარიამთან მისულმა ბევრმა იუდეველმა, რომლებმაც იხილეს, რაც მოახდინა იესომ, ირწმუნა იგი.46.ზოგიერთი მათგანი კი წავიდა და უთხრა ფარისევლებს, რაც მოახდინა.
47.მაშინ შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: რა ვქნათ? ეს კაცი მრავალ სასწაულს ახდენს.48.თუ თავის ნებაზე მივუშვით, ყველა ირწმუნებს: მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილ-მამულსაც და ხალხსაც.49.ერთმა მათგანმა, ვინმე კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავარი იყო, უთხრა მათ: არაფერი თქვენ არ გაგეგებათ50.და არც იმაზე ფიქრობთ, რომ უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს.51.ეს თავისით კი არ უთქვამს, არამედ იმ წელიწადს მღვდელმთავრად მყოფმა იწინასწარმეტყველა, რომ იესო უნდა მომკვდარიყო ხალხისათვის.52.და არა მარტო ხალხისათვის, არამედ იმისთვისაც, რომ ერთად შეეკრიბა ღმრთის გაფანტული შვილები.53.იმ დღიდან გადაწყვიტეს მოეკლათ იგი.
54.ამიტომ იესო ცხადად კი აღარ დადიოდა იუდეველთა შორის, არამედ უდაბნოს მახლობლად მდებარე ქალაქში განმარტოვდა, რომელსაც ჰქვია ეფრაიმი, და იყო იქ თავის მოწაფეებთან ერთად.55.ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი, და იმ მხრიდან მრავალი ავიდა იერუსალიმს, რათა პასექის წინ გაწმენდილიყო.56.ეძებდნენ იესოს და ტაძარში მდგომნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: როგორ გგონიათ, მოვა თუ არა დღესასწაულზე?57.ვინაიდან მღვდელმთავრებსა და ფარისევლებს ბრძანება გაეცათ, რომ თუ ვინმე გაიგებდა, სად იყო, მათთვის უნდა ეცნობებინა, რათა შეეპყროთ.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაჲთ, დაბისაგან მართაჲსა და მარიამისა, დისა მისისა. და ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა“ (11,1-2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალნი კაცნი, რაჟამს იხილონ ვინმე სათნოთაგანი ღმრთისათაჲ ჭირსა რასმე შინა, - ჴორციელსა უძლურებასა, ანუ გლახაკებასა, ანუ სხუასა რასმე, - დაბრკოლდებიან და არა იციან, ვი-თარმედ უფროჲსად ღმრთისმოყუარეთა ზედა მოიწევიან ესევითარნი საქმენი. რომელ ლაზარეცა მეგობარი იყო ქრისტესი, და სნეულ იყო, რამეთუ იტყჳს: „იყო...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „არღა მოსრულ იყო იესუ დაბად, არამედ მუნღა იყო ადგილსა მას, სადა-იგი მიეგებვოდა მას მართა. ხოლო ჰურიანი იგი რომელნი იყვნეს მარიამის თანა სახლსა შინა და ნუგეშინის-სცემდეს, ვი-თარცა იხილეს მარიამ, რამეთუ აღდგა ადრე და განვიდა, მისდევდეს მას, ჰგონებდეს, ვითარმედ საფლავად მივალს ტირილად მისა“ (11,30-31).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდი კეთილი არს სიბრძნჱ, ხოლო სიბრძნესა მას ვიტყჳ საღმრთოსა. ხოლო წარმართთა მათ ფილოსოფოსთა იგი სიბრძნჱ ამაოება არს და ზღაპარ, რამეთუ ყოველსავე კაცობრივისა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა მრავალგზის მითქუამს, აწცა მასვე ვიტყჳ, ვითარმედ: უფალი არა ესრეთ ჰხედავს თჳსსა პატივსა, ვითარ ჩუენსა ცხორებასა, და არცა მაღალთა სიტყუათა თქუმად ისწრაფის, არამედ ესევითართა, რომელთა მიერ ჩუენ ვირგოთ, და ამისთჳს მაღალთა და დიდთა სიტყუათა მცირედ იტყჳს, და მათცა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ერთმან ვინმე მათგანმან, კაიაფა, რომელი იყო მღდელთმოძღუარი მის წელიწადისაჲ, ჰრქუა მათ: თქუენ არა იცით არცა ერთი, არცა განგიზრახავს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს“ (11,49-50).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელცა ქმნეს; მახითა მით, რომელ დაარწყეს, შეიპყრა ფერჴი მათი“. ესე ჰურიათა ზედა იქმნა, რამეთუ იგინი იტყოდეს მოკლვად იესუჲსა,...
...ლაფერი მხოლოდ სახელწოდებაღა იქნება, თუ ჩვენ ვისურვებთ. მართლაც, ახლა უკვე სიკვდილი სიკვდილი არ არის, არამედ მხოლოდ სიკვდილის სახელს ატარებს, უფრო სწორად, მისი სახელწოდებაც კი გაუქმებულია: ჩვენ მას სიკვდილს აღარ ვუწოდებთ, არამედ მოსვენებასა და ძილს. ასე თავად ქრისტემ თქვა: «ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა» (); და პავლე თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: «ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს» (). ასევე მონობაც ახლა მხოლოდ სახელია: მონა ის არის, ვინც ცოდვას ჩადის. ხოლო, რომ ქრისტემ, დედამიწაზე მოსულმა, ესეც (მონობა) გააუქმა და მხოლოდ სახელი დატოვა, ან, უფრო ზუსტად, სახელიც კი გააუქმა, ამის შესახებ მოისმინე პავლე, რომელიც ამბობს: «რომელთა მორწმუნენი ესხნენ უფალნი, ნუ შეურაცხ-ჰყოფედ, რამეთუ ძმანი არიან» (). ხედავ, სათნოებამ როგორც კი გამოჩნდა, ძმურ ნათესაობაში მოიყვანა ისინი, რომლებიც მანამდე მონობის სახელწოდებით იყვნენ შეკრულნი. «და იქმენინ ქანან», ნათქვამია, «მონა». შენ არ ისარგებლე, ამბობს, სათანადოდ პატივით, ვერ აიტანე ბედნიერება — ძმებთან ღირსებით თანასწორი ყოფნა — ამიტომ მინდა, დამორ...
იოანეს სახარება 11:11იოანეს სახარება 11:34იოანეს სახარება 11:39იოანეს სახარება 11:44
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდა სახლსა მთავრისასა და იხილა მუნ მგოსნები და ერი კრებული და შფოთი. და ჰრქუა მათ: განეშორენით, რამეთუ არა მომკუდარ არს იგი, არამედ სძინავს. ხოლო იგინი ეკიცხევდეს მას“ (9,23-24).:
...ს მშობელნი მისნი წარიყვანნა. ხოლო პირველ აღდგომისაცა იტყოდა: „ნუ სტირთ, რამეთუ ყრმაჲ იგი არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს“. აჩუენებს ამით სიტყჳთა, ვითარმედ ესრეთ ადვილ არს მის წინაშე აღდგინებაჲ მკუდართაჲ, ვითარ განღჳძებაჲ მძინარისაჲ, ვი-თარცა ლაზარესთჳსცა იტყოდა, ვითარმედ: „ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა“. მუნცა ძილად სახელ-სდვა სიკუდილსა, რაჲთა არღარავის ეშინოდის სიკუდილისაგან, ვინაჲთგან არღარა სიკუდილი არს, არამედ ძილი ეწოდების. რამეთუ ვინაჲთგან თავადსაცა ეგულებოდა ხილვად გემოჲ სიკუდილისაჲ, ამისთჳს წინაჲთვე სხუათა გუამთა მიერ ასწავებს მოციქულთა, რაჲთა არღარა ეშინოდის სიკუდილისაგან, რამეთუ მო-რაჲვიდა უფალი ქუეყანად, ამიერითგან სიკუდილი ძილად შერაცხილ არს. ამათ ესევითართა მიზეზთათჳს ძილად უწოდა სიკუდილსა მას. ხოლო უგულისჴმონი იგი ეკიცხევდეს მას; არამედ სახიერმან არავე შეჰრისხნა ურწმუნოებისა მისთჳს, არამედ საქმით ამხილა მათი იგი სიცოფე. არა შეჰრისხნა მოკიცხართა მათ, რაჲთა იგინიცა და მგოსნები იგი და ერი, რომელი ეტყებდა, ყოველნივე მოწამე იყვნენ სიკუდილისა მის, ვითარცა ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „ჰბასრობდეს მას, უწყოდეს, რამეთუ მომკუდარ იყო“. რამეთუ უმადლოებაჲ იგი და ურწმუნოებაჲ ჰურიათაჲ აურაც...
იოანეს სახარება 11:22იოანეს სახარება 11:25იოანეს სახარება 11:40
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი. რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე და მქონან ჩემ ქუეშე ერისაგანნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! და ქმნის. ესმა რაჲ ესე იესუს, დაუკჳრდა და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მისდევდეს მას: ამენ გეტყჳ თქუენ: არცა ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოე“ (8,8-10).:
...ასისთავმან ამან: „სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი“. და განუკჳრდა უფალსა სარწმუნოებაჲ მისი და თქუა: „არცა თუ ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოე“.
ესენი უკუე ესრეთ საქებელ იქმნეს, ხოლო მართა ვინაჲთგან არარაჲ ესრეთ თქუა, არამედ ეტყოდა: „ვიცი, რამეთუ რაჲცა სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან“, არა ხოლო თუ ქებისა არა ღირს იქმნა, არამედ მეცნიერ ღათუ იყო და საყუარელ და ფრიად მოსწრაფე მსახურებად უფლისა, გარნა შეჰრისხნაცა და განჰმართა ცთომილი გულისსიტყუაჲ მისი, რამეთუ ეტყოდა: „არა გარქუა შენ, ვითარმედ: უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?“ რომელ-ესე ბრალობაჲ იყო, ვითარმცა არღა კეთილად ჰრწმენა. და კუალად, ოდეს იგი ეტყოდა, ვითარმედ: „ვიცი, რაჲცა სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან“, განაყენებდა ესევითარისა გულისსიტყჳსაგან და გულისჴმა-უყოფდა, ვითარმედ არა საჴმარ არს მისდა თხოაჲ, არამედ იგი თავადი არს წყაროჲ კეთილთაჲ. ამისთჳს ჰრქუა: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ“. ესე იგი არს, ვითარმედ არა საჴმარ არს ჩემდა მოცემად ძალი ზეგარდამო, არამედ უფალი ვარ ყოფად, რაჲცა მენებოს.
ხოლო აქა ვინაჲთგან ასისთავმან მან ესოდენი წამა ჴელმწიფებაჲ...