მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 11:37

36. იუდეველები ამბობდნენ: უყურე, როგორ ჰყვარებია იგი.37. ზოგმა მათგანმა კი თქვა: ნუთუ არ შეეძლო ბრმის თვალის ამხელს რამე ეღონა, რომ ესეც არ მომკვდარიყო?38. ხოლო იესო, კვლავ სულით შეძრული, საფლავთან მივიდა; ეს იყო მღვიმე, რომლისთვისაც ლოდი მიედოთ.
იოანეს სახარება თავი 11
37. ზოგმა მათგანმა კი თქვა: ნუთუ არ შეეძლო ბრმის თვალის ამხელს რამე ეღონა, რომ ესეც არ მომკვდარიყო?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აჰა ვითარ უყუარდა იგი! ვიეთნიმე იტყოდეს: არამცა ეძლო ამას, რომელმან აღუხილნა თუალნი ბრმასა, ყოფად რაჲმე, რაჲთამცა ესეცა არა მოკუდა?“ (11,36-37).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არცა ჟამსა ესევითარსა დასცხრებოდეს უკეთურებისაგან მათისა! რამეთუ იხილე, ვითარ ამის საქმისა მიერ პირველსაცა სასწაულსა შეასმენენ, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: „რომელმან აღუხილნა ბრმასა თუალნი, ვერმცა ექმნაა, რაჲთამცა ესეცა არა მომკუდარ იყო?“ ენება, რაჲთამცა იგიცა სასწაული განამტყუვნეს, რამეთუ ესრეთ იყო სიტყუაჲ, ვითარმედ: უკუეთუმცა იგი ექმნა, ესემცა ვერ ქმნაა? და არცა მოელიან, აღსასრულსა თუ რასა იქმს, რამეთუ ფრიად უმეტესი იყო მომკუდრისა აღდგინებაჲ, ვიდრეღა ცხოველისა არა სიკუდილი. ჰხედავა, ვითარ განხრწნილ იყო გონებაჲ მათი?

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის