მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 11:50

49. ერთმა მათგანმა, ვინმე კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავარი იყო, უთხრა მათ: არაფერი თქვენ არ გაგეგებათ50. და არც იმაზე ფიქრობთ, რომ უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს.51. ეს თავისით კი არ უთქვამს, არამედ იმ წელიწადს მღვდელმთავრად მყოფმა იწინასწარმეტყველა, რომ იესო უნდა მომკვდარიყო ხალხისათვის.
იოანეს სახარება თავი 11
50. და არც იმაზე ფიქრობთ, რომ უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ერთმან ვინმე მათგანმან, კაიაფა, რომელი იყო მღდელთმოძღუარი მის წელიწადისაჲ, ჰრქუა მათ: თქუენ არა იცით არცა ერთი, არცა განგიზრახავს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს“ (11,49-50).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: „დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელცა ქმნეს; მახითა მით, რომელ დაარწყეს, შეიპყრა ფერჴი მათი“. ესე ჰურიათა ზედა იქმნა, რამეთუ იგინი იტყოდეს მოკლვად იესუჲსა, რაჲთამცა არა მოვიდეს ჰრომნი და წარმოტყუენნეს იგინი და ქალაქი მათი. და ვინაჲთგან მოკლეს უფალი, რომლისათჳს მოკლეს იგი, მოიწია მათ ზედა; და საქმჱ იგი რომელი ქმნეს, რაჲთამცა განერნეს ტყუეობისაგან, მისთჳს ტყუე იქმნეს; და რომელი მოკლეს, იგი ცათა შინა არს, მეუფჱ ყოველ-თაჲ, ხოლო მკლველნი მისნი მკუდარ არიან გეჰენიასა შინა. და მათ არა ესე გულისხმა-ყვეს, არამედ ენება მოკლვაჲ მისი და იტყოდეს:

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის