მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 11:49

48. თუ თავის ნებაზე მივუშვით, ყველა ირწმუნებს: მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილ-მამულსაც და ხალხსაც.49. ერთმა მათგანმა, ვინმე კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავარი იყო, უთხრა მათ: არაფერი თქვენ არ გაგეგებათ50. და არც იმაზე ფიქრობთ, რომ უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს.
იოანეს სახარება თავი 11
49. ერთმა მათგანმა, ვინმე კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავარი იყო, უთხრა მათ: არაფერი თქვენ არ გაგეგებათ
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ერთმან ვინმე მათგანმან, კაიაფა, რომელი იყო მღდელთმოძღუარი მის წელიწადისაჲ, ჰრქუა მათ: თქუენ არა იცით არცა ერთი, არცა განგიზრახავს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს“ (11,49-50).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: „დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელცა ქმნეს; მახითა მით, რომელ დაარწყეს, შეიპყრა ფერჴი მათი“. ესე ჰურიათა ზედა იქმნა, რამეთუ იგინი იტყოდეს მოკლვად იესუჲსა, რაჲთამცა არა მოვიდეს ჰრომნი და წარმოტყუენნეს იგინი და ქალაქი მათი. და ვინაჲთგან მოკლეს უფალი, რომლისათჳს მოკლეს იგი, მოიწია მათ ზედა; და საქმჱ იგი რომელი ქმნეს, რაჲთამცა განერნეს ტყუეობისაგან, მისთჳს ტყუე იქმნეს; და რომელი მოკლეს, იგი ცათა შინა არს, მეუფჱ ყოველ-თაჲ, ხოლო მკლველნი მისნი მკუდარ არიან გეჰენიასა შინა. და მათ არა ესე გულისხმა-ყვეს, არამედ ენება მოკლვაჲ მისი და იტყოდეს:

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფაჲსსა მღდელთმოძღურისასა და ზრახვაყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრან. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იყოს ერსა შოვრის“ (26,3-5).:

...ვითარცა მოასწავებს ლუკა მახარებელი. ზაქარიაჲსთჳს იტყოდა და თქუა: „შემდგომად დღითი-დღე მსახურებისა მის აბიაჲსა“. აწ უკუე მათ წელიწდეულთა მღდელთმოძღუართა იტყჳს მათე, ვითარმედ: „შეკრბეს მღდელთმოძღუარნი ეზოსა მას კაიაფაჲსა“, რამეთუ „იგი იყო მღდელთმთავარი მის წელიწდისაჲ“, ვითარცა იოვანე მახარებელი იტყჳს და დაამტკიცებს სიტყუასა ამას, ვითარმედ წელიწდეულად მოეგო მღდელთმოძღურებაჲ გარეგან წესისა მის მოსესა.

„და ზრახვა-ყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრან და მოკლან“, არამედ ეშინოდა ერისა მისგან. ამისთჳს იტყოდეს, რაჲთა დღესასწაული იგი გარდაჴდეს. რამეთუ არა უნდა ეშმაკსა ვნებისა მის დღეთა პასექისათა ყოფად, რაჲთა არა ცხად იქმნას, რამეთუ ისწრაფდა დაფარულად და უცნაურად ყოფად. „და იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იყოს ერსა შორის“. არა ეშინოდა ღმრთისაგან, არცა ძრწოდეს მცნებათაგან მისთა, არამედ მარადის კაცობრივსა ზრახვიდეს და კაცთასა ზრუნვიდეს, გარნა ეგრეთვე გულისწყრომისაგან და შურისა ბორგდეს. ამის-თჳსცა, პოვეს რაჲ მიმცემელი იგი, არცა თუ დღესასწაულსა მას ჰრიდეს, არამედ შეისწრაფეს მოკლვად ქრისტესა, რამეთუ ყოველსავე ვითარცა ბრმანი იქმოდეს. დაღაცათუ უფალმან მათი იგი უკეთურებაჲ თჳსად განგებულებად იჴმარ...

სრულად ნახვა