თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე სიტყუანი, ვჰგონებ, თუ მათ მიერ თქუმულ არიან, რომელთა გონებაჲ კეთილად იყო და ვერ კადნიერ იქმნებოდეს, და აწ ჰრქუეს მათ, რომელნი ეძიებდეს მას მოკლვად, ვითარმედ: ჰხედავთა, რომელ ცუდად და ამაოდ აჭირვებთ თავთა თქუენთა? ხოლო „სოფლად“ აქა ერსა იტყჳან.
იოანეს სახარება 12:19
18. ამიტომაც გამოეგება ხალხი, ვინაიდან გაეგო, რომ მან მოახდინა ეს სასწაული.19. ხოლო ფარისევლებმა ერთმანეთს უთხრეს: ხომ ხედავთ, რომ ვერაფერს ვხდებით? აჰა, ქვეყნის ხალხი მიჰყვება მას.20. დღესასწაულზე თაყვანისცემად ამოსულთა შორის ბერძნებიც იყვნენ.
იოანეს სახარება თავი 12