თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს თქუა სიტყუაჲ ესე? ამისთჳს, რამეთუ მის სიტყჳსა მიმართ წინააღუდგებოდა, რომელ თქუეს, ვითარმედ: არა ღმრთისა მიერ არს; რამეთუ რომელი ღმრთისა მიერ იდიდებოდა, ვი-თარ არა ღმრთისაგან იყო, რომლისა სახელი ამისთჳს იდიდების? ამის-თჳსცა თავადმან თქუა, ვითარმედ: „არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს“. ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ ამისთჳს იყო, რაჲთამცა მე რაჲმე ვცან, რომელი არა ვიცი, რამეთუ მე ყოველივე მამისაჲ ვიცი. რამეთუ ვინაჲთგან იტყოდეს, ვითარმედ: „ანგელოზი ეტყოდა მას“ (12,29), ანუ: „ქუხილი იყო“ (12,29), და არა ზრუნვიდეს მისდა ცნობად, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „თქუენთჳს იყო“, რაჲთამცა ესრეთ დაარწმუნა კითხვად, თუ რაჲ იყო. ხოლო შეშინებულთა მათ არავე ჰკითხეს, თუ რაჲ იყო, რომელთა არა უწყოდეს ყოლადვე, თუ რაჲ იყო. და ამისთჳს არა საჴმარ-უჩნდა სიტყჳსა მის ცნობად: „არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს“. ჰხედავთა, რამეთუ მდაბალნი სიტყუანი ყოველნივე მათთჳს ითქუმოდეს? თუ არა, ძესა არა უჴმდა შეწევნაჲ.
იოანეს სახარება 12:30
29. იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა: იქუხაო; სხვები კი ამბობდნენ: ანგელოზი ეუბნა მას.30. მიუგო იესომ და თქვა: ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის.31. აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს.
იოანეს სახარება თავი 12