მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 12:35

34. მიუგო ხალხმა: რჯულიდან გვსმენია, რომ ქრისტე უკუნისამდე უნდა ეგოს: მაშ, როგორღა ამბობ, კაცის ძე ამაღლდებაო? ვინ არის ეს კაცის ძე?35. უთხრა მათ იესომ: ცოტა ხანს კიდევ იქნება ნათელი თქვენთან. იარეთ, სანამ გინათებთ, რათა არ მოგიცვათ ბნელმა: ვინაიდან ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის.36. სანამ გინათებთ გწამდეთ ნათელი, რათა გახდეთ ძენი ნათლისა. ეს რომ თქვა იესომ, წავიდა და გაუჩინარდა მათგან.
იოანეს სახარება თავი 12
35. უთხრა მათ იესომ: ცოტა ხანს კიდევ იქნება ნათელი თქვენთან. იარეთ, სანამ გინათებთ, რათა არ მოგიცვათ ბნელმა: ვინაიდან ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს” (12,35).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაჩინებს, ვითარმედ სიკუდილი მისი მიცვალებაჲ არს, რამეთუ ნათელი მზისაჲ არა განქარდების, არამედ მცირედ ჟამ მიგუეფარვის და მერმე გამოჩნდების.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიდრემდე სოფელსა შინა ვიყო, ნათელი ვარ სოფლისაჲ“ (9,5).:

...აჲ სარწმუნოებად მრავალთა, რამეთუ ჯერეთ დღე არსო, ხოლო ამისა შემდგომად სრულიად განჰყოფს მათ. და ამას მოასწავებდა და იტყოდა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიდრემდე სოფელსა შინა ვიყო, ნათელი ვარ სოფლისაჲ“ (9,5).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა-იგი სხუათაცა ეტყოდა, ვითარმედ: „ირწმუნეთ, ვიდრე ნათელი თქუენ თანა არს“. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, თუ: ვითარ, რომელ პავლე „ღამედ“ სახელ-სდებს ამას ცხორებასა და მას - „დღედ“, და ქრისტე - ამას „დღედ“ და მას „ღამედ“? არამედ არა თუ პავლე ქრისტეს წინააღუდგების, - ნუ იყოფინ! - არამედ ეგრეთვე იტყჳს იგიცა, ვითარცა უფალი; დაღაცათუ სიტყუანი არა ერთ არიან, არამედ ძალი ერთ არს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ღამჱ წარვალს, ხოლო დღჱ მოახლებულ არს“. და „ღამედ“ უწესს ამას ცხორებასა მათთჳს, რომელნი ურწმუნოებასა შინა არიან და ბოროტსა, გინა თუ შემსგავსებითა მას დღესა; ხოლო ქრისტე „ღამედ“ იტყჳს მას საუკუნესა ამის პირისათჳს, რამეთუ საქმჱ მაშინ არარაჲ იქმნების, არცა ცოდვაჲ, არცა სათნოებაჲ, ხოლო ამას ცხორებასა უწოდა „დღედ“, რამეთუ უკუეთუ ვის ენებოს, ძალ-უც ქმნაჲ კეთილისაჲ; და პავლე „ღამედ“ უწოდა ამას ცხორებასა, რამეთუ ბნელსა შინა არიან, რომელნი უკეთურებით და ურწმუნოებით იქცევი...

სრულად ნახვა