თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა სიმდაბლესა ამათ სიტყუათასა? არამედ რაჲ არს ესე? რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს; ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“. აწ უკუე ცხოველ-ჰყოფს, რომელთაჲცა ენებოს, და თქუმად თავით თჳსით არა ჴელ-ეწიფებისა? გარნა ესე არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ არა აქუს ბუნებაჲ ამას საქმესა, არცა შესაძლებელ არს, რაჲთამცა მამაჲ სხუასა იტყოდა და მე - სხუასა, არამედ „რასა იგი იტყჳს, მასვე ვიტყჳ მეცა. და ვიცი, რამეთუ მცნებანი მისნი ცხორება საუკუნო არიან“. მათა მიმართ იტყჳს, რომელნი „მაცთურით“ ხადოდეს მას და იტყოდეს, ვითარმედ: ვნებად ჩუენდა მოსრულ არს; ხოლო რაჟამს იტყოდის, ვითარმედ: „არავის ვშჯი“, ესე იგი არს, ვითარმედ: არა ვარ მე მათისა წარწყმედისა მიზეზ. და ამისთჳს უკუანაჲსკნელსა მას ჟამსა, რაჟამს ენება მათგან განშორებაჲ და არღარა მისლვაჲ სწავლად მათა, ამას სიტყუასა ეტყჳს, ვითარმედ: „არარაჲ თავით ჩემით მითქუამს, არამედ ყოველი, რომელი მითქუამს, მამისაჲ არს“. ; (14,10) და ამისთჳს...
იოანეს სახარება 12:50
49. ვინაიდან ჩემდა თავად არაფერი მითქვამს, არამედ მამამ, რომელმაც მომავლინა, მომცა მე მცნება, რა ვთქვა, ან რა ვილაპარაკო.50. მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა, და რასაც ვიტყვი, როგორც მამამ მაუწყა, ისე ვიტყვი.
იოანეს სახარება თავი 12