თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ყოველთა ზედა მოაწია შიში იგი, რამეთუ არა თქუა სახელით, ხოლო მათ დაღაცათუ არარაჲ იცოდეს ბოროტი თავთა თჳსთა თანა, არამედ ქრისტეს ბრძანებაჲ უსარწმუნოეს თჳსისა გულისსიტყჳსა აქუნდა, ამისთჳსცა ურთიერთას ჰხედვიდეს. ხოლო რაჲ არს ესე, რამეთუ: ყოველნი ურთიერთას ჰხედვიდეს, და ყოველთა უმჴურვალჱსი პეტრე იოვანეს წამ-უყოფდა? რამეთუ ვინაჲთგან შეჰრისხნა უფალმან, და კუალად დაბანად არა უტევებდა და დაეყენა ნებისაგან თჳსისა, და მარადის ჩანს, რამეთუ მჴურვალებისაგან წარემართების და დაეყენების, და ამისთჳს ეშინოდა და არცა თქუა და არცა დადუმნა, არამედ იოვანჱს შუამდგომელობითა ენება ცნობად. ხოლო ესე ნუუკუე გამოიძიოს ვინ, ვი-თარმედ რაჲსათჳს, რამეთუ რაჟამს-იგი ყოველთა ეშინოდა და შეურვებულ იყვნეს, და თავი იგი მოწაფეთაჲ პეტრე ძრწოდა, მაშინ იოვანე, ვითარცა საშუებელსა, „მიყრდნობილ იყო წიაღთა იესუჲსთა“ (13,23), და არა ესე ოდენ, არამედ მკერდსაცა მიეყრდნობოდა და მოეხუეოდა? ; (21,20) და კუალად ესეცა არს საძიებელ, თუ ვითარ,...
იოანეს სახარება 13:21
20. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც შეიწყნარებს ჩემს მიერ მოვლინებულს, მე შემიწყნარებს, ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს.21. ეს რომ თქვა, შეიძრა იესო სულით, იმოწმა და თქვა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე.22. მოწაფეები ერთმანეთს მისჩერებოდნენ და ვერ გაეგოთ, ვისზე თქვა ეს.
იოანეს სახარება თავი 13