თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ სიტყუათა მიერ დაჴსნილთა მათ გონებათა მოწაფეთასა აღჰმართებს და დაარწმუნებს არა ხოლო თუ არა წუხილად, არამედ სიხარულადცა. ამისთჳსცა პეტრეს პირველითგან შეჰრისხნა, რამე-თუ შესლვაჲ სიკუდილსა შინა და სიკუდილისა მიერ ძლევაჲ სიკუდილისაჲ დიდებაჲ არს დიდი. და ესე არს, რომლისათჳს იტყოდა, ვითარმედ: „რაჟამს აღვმაღლდე, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ“; და კუალად იტყჳს: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე“; და კუალად თქუა: „სასწაული არა გეცეს თქუენ, გარნა სასწაული იგი იონაჲსი“. ; (16,4); რამეთუ ვითარ არა დიდი დიდებაჲ არს, რაჟამს შემდგომად სიკუდილისა შეუძლოს უმეტესი, ვიდრეღა უწინარეს სიკუდილისა? რამეთუ მოწაფეთა ქმნნეს უმეტესნი სასწაულნი, რაჲთა სარწმუნო იქმნას აღდგომაჲ.
იოანეს სახარება 13:31
30. ხოლო ის, ლუკმის მიღებისთანავე, გავიდა. და იყო ღამე.31. როგორც კი გავიდა, იესომ თქვა: აწ იდიდა ძე კაცისა, და ღმერთი იდიდა მის მიერ.32. ხოლო თუ ღმერთი იდიდა მის მიერ, ღმერთიც ადიდებს მას თავის მიერ, და ადიდებს მას მალე.
იოანეს სახარება თავი 13