თ ა რ გ მ ა ნ ი: ძრწოლაჲ მოუვიდოდა სხუათა მათ, ვინაჲთგან ესმა, ვითარმედ თავადსა მას პეტრეს სამგზის წინაუც უარის-ყოფაჲ ვიდრე ქათმისა ყივილადმდე. და ესე შეურვებაჲ შეაიწრებდა გულთა მათთა. ამისთჳს უკუე იწყო ნუგეშინის-ცემად მათა, ვითარმედ: „ნუ შეძრწუნდებიედ გულნი თქუენნი“. ესრეთ ძალსა ღმრთეებისა თჳსისასა უჩუენებდა, ვითარ-იგი რაჲ სულთა მათთა მოეგონის, განცხადებულად უთხრობნ მათ.
იოანეს სახარება 14:1
1. ნუ შეძრწუნდება თქვენი გული; გწამდეთ ღმერთი და მიწამეთ მე.2. მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არა, განა გეტყოდით, მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ-მეთქი?
იოანეს სახარება თავი 14