თ ა რ გ მ ა ნ ი: მამისა თანა ყოფაჲ ერთარსებისათჳს არს, ხოლო მათ თანა - სიყუარულისათჳს მათისა და შეწევნისა ღმრთისა მიერ. და არა თუ ერთი ძალი აქუს მამისა თანა ყოფად და მათ თანა, დაღაცათუ ერთი-თა სიტყჳთა თქუმულ არს, რამეთუ მრავალსა იტყჳს წერილი ერთითა სიტყჳთა სხუასა და სხუასა ძალსა. რამეთუ ჩუენცა გუეწოდების ღმერთ და შვილ ღმრთის, არამედ არა ერთად გულისხმა-იყოფების ჩუენ ზედა და ღმრთისა, და კუალად ძესაცა ხატ ეწოდების და ჩუენცა, არამედ არა ერთ არს, რამეთუ ფრიადი აქუს განყოფილებაჲ. და კუალად თქუმულ არს, ვითარმედ: „თქუენ ქრისტესნი ხართ, და ქრისტე - ღმრთისაჲ“. გარნა არა ესრეთ არს ქრისტე ღმრთისაჲ, ვითარცა ჩუენ - ქრისტესნი, არამედ მამისა თანა ყოფაჲ მისი არს თანაარსობისა მისისათჳს, ხოლო „თქუენ თანა ვიყო“, ესე იგი არს, ვითარმედ: შეწევნასა ფრიადსა მიგცემდე მარადის.
იოანეს სახარება 14:20
19. ცოტაც და, ქვეყანა ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ. ვინაიდან ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ.20. იმ დღეს შეიცნობთ, რომ მე მამაში ვარ, თქვენ კი - ჩემში, ხოლო მე - თქვენში.21. ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას.
იოანეს სახარება თავი 14