თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ არა კმა არს ქონებაჲ ოდენ, არამედ დაცვაჲცა ჯერ-არს. ხოლო რაჲსათჳს მრავალგზის ეტყჳს მათ ამათ სიტყუათა, ვითარცა-იგი თქუა, ვითარმედ: „უკუეთუ გიყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“, და: „რომელსა ჰქონდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი“, და: „უკუეთუ ვისმე ესმნენ სიტყუანი ესე და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“? გარნა ამით ყოვლითა მათსა მას მწუხარებასა და შეურვებასა მოასწავებს, რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი სიტყუანი ჰქონან სიკუდილისათჳს, ვითარმედ: „რომელსა სძულდეს სული თჳსი სოფელსა ამას, ცხორებად საუკუნოდ დაიცვას იგი“, და კუალად, ვითარმედ: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, არა არს ჩემდა ღირს“, და ეგულებოდა სხუათა მრავალთა სიტყუად, ამისთჳს იტყჳს ყუედრებისსახედ, ვითარმედ: თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ სიყუარულისაგან ფრიადისა ხართ ესრეთ მწუხარე, არამედ უფროჲსად არა წუხილი არს სიყუარულისა სახჱ. და ვითარმედ ამის პირისაჲ ენება დამტკიცებაჲ, ამისთჳს იხილე, ვითარ თქუა, ვითარმედ: „უკუეთუმცა გიყუარდი,...
იოანეს სახარება 14:21
20. იმ დღეს შეიცნობთ, რომ მე მამაში ვარ, თქვენ კი - ჩემში, ხოლო მე - თქვენში.21. ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას.22. უთხრა მას იუდამ, არა ისკარიოტეღმა: უფალო, რა არის, რომ აპირებ ჩვენ გამოგვიცხადო თავი და არა ქვეყანას?
იოანეს სახარება თავი 14