თ ა რ გ მ ა ნ ი: არცა სამე მე უყუარ, არცა მამაჲ ჩემი, რომელმან სიტყუანი ესე არა ისმინნეს, რამეთუ უკუეთუ სახჱ სიყუარულისაჲ დამარხვაჲ მცნებათაჲ არს, ხოლო ესე მცნებანი მამისანი არიან, რომელი არა ისმენდეს მათ, არა ძჱ ოდენ, არამედ არცა მამაჲ უყუარს. ხოლო ვითარ სიტყუანი იგი შენნიცა არიან, უფალო, და არა შენნიცა, რამეთუ იტყჳ, ვითარმედ: „სიტყუანი ჩემნი არა ჩემნი არიან“? ესე იგი არს, ვითარმედ: არარას ვიტყჳ გარეგან ნებისა მისისა, არამედ ჩუენი ყოველი ერთ არს.
იოანეს სახარება 14:24
23. მიუგო იესომ და უთხრა მას: ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ.24. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს; ხოლო სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა.25. თქვენთან მყოფმა გითხარით ეს.
იოანეს სახარება თავი 14