თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი სიტყუანი მისნი დაფარულ იყვნეს და რომელთამე ვერ გულისხმა-ჰყოფდეს, და რაჲთა არა მწუხარე იყვნენ და არცა იტყოდიან, ვითარმედ: რომელნი მცნებანი? ამისთჳს განაყენნა იგინი ზრუნვისა მისგან და ჰრქუა, ვითარმედ: ნუგე-შინისმცემელმან ყოველი მოგაჴსენოს და გასწავოს, რამეთუ დაღაცათუ აწ დაფარულ არიან სიტყუანი ესე, არამედ არს იგი ამათი კეთილად გამომაჩინებელი. რაჲთა არა მწუხარე იყვნენ, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ ვიდრემდის მათ თანა იყოს, ნუგეშინისმცემელი იგი არა მოვალს, და ვერარაჲ მაღალი და დიდი გულისხმა-ყონ. ხოლო ამას ყოველსა ეტყჳს, რაჲთამცა ასწავა ახოვნად თავს-დებად წარსლვასა მისსა, ვითარცა მიზეზი დიდთა კეთილთაჲ, ხოლო ზედაჲსზედა ნუგეშინისმცემელად სახელ-სდებს მწუხარებათა მათთჳს, რომელნი მაშინ იყვნეს მათ ზედა. ვინაჲთგან უკუე ამას ყოველსა ზედა ჯერეთ შეურვებულ და შეძრწუნებულ იყვნეს და იგონებდეს ძნელოვანთა საქმეთა და წარსლვასა მისსა, ამისთჳს, იხილე, ვითარ კუალად დააწყნარებს მათ და ეტყჳს:
იოანეს სახარება 14:25
24. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს; ხოლო სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა.25. თქვენთან მყოფმა გითხარით ეს.26. ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით.
იოანეს სახარება თავი 14