თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა კუალად კაცობრივ იტყჳს სიტყუასა, რომელი კაცთა შორის ფრიადისა სიყუარულისა სახე არს, რამეთუ რომელმან-იგი სიკუდილი თავს-იდვა, და რომელნი-ესე მონა და მტერ ვიყვენით და მბრძოლ, და მან ესეოდენსა პატივსა ღირს-მყვნა და ზეცად აღმიყვანნა, რაჲმცა იყო რიცხჳ მისისა სიყუარულისაჲ? ესრეთ უკუე ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან მიყუართ, ნუღარა გეშინინ. და ვინაჲთგან მამასა ჰნებავს, რაჲთა ნაყოფიერ იქმნნეთ, ნუ ჰზრუნავთ. ხოლო კუალად, რაჲთა არა უდებ იქმნენ სრულიად, ამისთჳს ჰრქუა მათ:
იოანეს სახარება 15:9
8. ამით იდიდება მამაჩემი, თუ გამოიღებთ უხვ ნაყოფს და იქნებით ჩემი მოწაფენი.9. როგორც შემიყვარა მე მამამ, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ; დარჩით ჩემს სიყვარულში.10. თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, დარჩებით ჩემს სიყვარულში; როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში.
იოანეს სახარება თავი 15