თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ შეჰრაცხონო მოკლვაჲ თქუენი, ვითარცა კეთილი რაჲმე და სათნოჲ საქმჱ. და მერმე ნუგეშინის-ცემაჲცა მისცა მათ და ჰრქუა, ვითარმედ: „ესე გიყონ თქუენ, რამეთუ არა იციან მამაჲ ჩემი, არცა მე“ (16,3). კმა არს ესე ნუგეშინისსაცემელად თქუენდა, რამეთუ ჩემთჳს და მამისა ჩემისათჳს მოიწეოდის ესე ყოველი თქუენ ზედა, ვი-თარცა პირველ გეტყოდე, ვითარმედ: „ნეტარ იყვნეთ, რაჟამს გდევნიდენ და გყუედრიდენ და თქუან ყოველი ბოროტი თქუენდა მიმართ სიცრუით ჩემთჳს. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი დიდ იყოს ცათა შინა“. ;
იოანეს სახარება 16:2
...ი პეტრე ჰრქუა: „უფალო, ვიდრე ხუალ?“ და თომა ჰრქუა: „არა უწყით, ვიდრე ხუალ“, და ფილიპე ჰრქუა: „გჳჩუენე ჩუენ მამაჲ შენი“, მათ ესმა რაჲ, ვითარმედ: „კრებულისაგან განგასხნენ“, და: „რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა“, ესრეთ შეძრწუნდეს თქუმულთა მათ ზედა, რამეთუ სიტყუასაცა ვერ ეტყოდეს. და ამისთჳს ჰრქუა უფალმან ყუედრებით, ვითარმედ: „ესე პირველითგან არა გარქუ თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ. ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს მე: ვიდრე ხუალ? არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი“, რამე-თუ ვიცოდე პირველითგანო, და არა თუ არაცებნისათჳს არა გითხრობდი, არამედ „რამეთუ თქუენ თანა ვიყავ“. ხოლო ვითარ არა ჰრქუა პირველითგან? არა ეტყოდაა ათორმეტთა, ვითარმედ: „წინაშე მეფე-თა და მთავართაჲსა მიგიყვანებდენ თქუენ და გტანჯვიდენ“? ; ;