თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა მოიწიოსო ჟამი, რაჟამს ყოველივე განცხადებულად გულისხმა-ჰყოთ. რამეთუ იტყჳს ჟამსაცა აღდგომისასა, ვითარმედ: „მაშინ განცხადებულად მამისა ჩემისათჳს გითხრა თქუენ“ (16,25), რამეთუ ორმეოცი დღჱ დაყო, მათ თანა რაჲ იქცეოდა შემდგომად აღდგომისა და „ეტყოდა სასუფეველისათჳს ღმრთისა“. და აწ შიშსა შინა ხართო და ვერ კეთილად ისმენთ სიტყუათა მათ, ხოლო მაშინ, მიხილოთ რაჲ აღდგომილი და თქუენ თანა მყოფი, შეუძლოთ კადნიერებით სმენად ყოვლისავე.
იოანეს სახარება 16:25
24. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული.25. აქამდე იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის დრო, როცა იგავებით კი აღარ გელაპარაკებით, არამედ გაცხადებულად გაუწყებთ მამის შესახებ.26. იმ დღეს შესთხოვთ ჩემი სახელით, და არ გეუბნებით, რომ მე ვთხოვ მამას თქვენთვის.
იოანეს სახარება თავი 16