თ ა რ გ მ ა ნ ი: და ამათ სიტყუათა მიერ კუალად უჩუენებს, ვითარმედ უმჯობეს არს, რაჲთა იგი წარვიდეს, ვინაჲთგან მაშინ უმეტესად აღესრულებოდიან თხოვანი მათნი, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ნუუკუე ჰგონებთ, ვინაჲთგან არღარა თქუენ თანა ვიყო, სრულიადმცა დაგიტევენ, რამეთუ სახელმან ჩემმან უმეტესი კადნიერებაჲ მოგცეს თქუენ. ვინაჲთგან უკუე დაფარულ იყვნეს სიტყუანი იგი, ამისთჳს ჰრქუა მათ:
იოანეს სახარება 16:24
23. ხოლო იმ დღეს ნურაფერს მკითხავთ; ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც უნდა სთხოვოთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ.24. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული.25. აქამდე იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის დრო, როცა იგავებით კი აღარ გელაპარაკებით, არამედ გაცხადებულად გაუწყებთ მამის შესახებ.
იოანეს სახარება თავი 16