მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 16:5

4. მაგრამ ეს გითხარით, რათა, როცა მოაწევს ჟამი, გაიხსენოთ, რომ ეს გითხარით; თავიდანვე კი არ მითქვამს, ვინაიდან თქვენთან ვიყავი.5. ხოლო ახლა ჩემს მომავლინებელთან მივდივარ და არცერთი თქვენგანი არ მეკითხება, სად მიდიხარო.6. თუმცა, ეს რომ გითხარით, მწუხარებით აღივსო თქვენი გული.
იოანეს სახარება თავი 16
5. ხოლო ახლა ჩემს მომავლინებელთან მივდივარ და არცერთი თქვენგანი არ მეკითხება, სად მიდიხარო.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე თქუენ პირველითგან არა გარქუ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ. ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს, თუ: ვიდრე ხუალ? არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი“ (16,4-6).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს მწუხარებისა მძლავრებაჲ, და დიდი ახოვნებაჲ გჳღირს ამის ვნებისა წინააღდგომად და რაჲთა რომელი-რაჲ არს მის თანა საჴმარი, იგი მოვიღოთ და სხუაჲ დაუტევოთ, რამეთუ აქუს საჴმარიცა რაჲმე. რაჟამს ცოდვათათჳს ვწუხდეთ, მაშინ კეთილ არს, ხოლო რაჟამს კაცობრივთა ჭირთა შევცჳვეთ, მაშინ უჴმარ არს მწუხარებაჲ. და ამისთჳს, ვინაჲთგან ქრისტეს მოწაფენი ჯერეთ სრულებისა საზომსა ვერ მიწევნულ იყვნეს და ესე ვნებაჲ მწუხარებისაჲ ებრძოლა, იხილე, ვითარ ნუგეშინის-სცემს უფალი. რამეთუ რომელნიიგი პირველ ფრიად ჰკითხვიდეს, ვითარ-იგი პეტრე ჰრქუა: „უფალო, ვიდრე ხუალ?“ და თომა ჰრქუა: „არა უწყით, ვიდრე ხუალ“, და ფილიპე ჰრქუა: „გჳჩუენე ჩუენ მამაჲ შენი“, მათ ესმა რაჲ, ვითარმედ: „კრებულისაგან განგასხნენ“, და: „რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა“, ესრეთ შეძრწუნდეს თქუმულთა მათ ზედა, რამეთუ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის